როგორ გადავარჩინოთ წყლისგან ამობერილი ლამინატი



თანამედროვე ინტერიერში ხშირად იყენებენ ლამინატს. ის ელეგანტურია და ადვილად ერგება ნებისმიერ სტილს. თუმცა, ვისაც აქვს სახლში ლამინირებული იატაკი, იცის, რომ მას წყალი  არ "უყვარს". ჩვენს სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ გადაარჩინოთ წყლისგან გაბერილი ლამინატი.

ჯერ უნდა dდააზუსტოთ მიზეზი, რატომ გაიბერა ლამინატი, რადგან მის ამოსაბერად სულაც არ არის აუცილებელი ძირს დიდი რაოდენობით წყალი დაგექცეთ. რა თქმა უნდა, ამობერვის მთავარი მიზეზი ტენიანობაა. ლამინატის მოდელების უმეტესობა არ არის წყალგაუმტარი. ისინი ვერ იტანენ ზედმეტ ნესტსაც კი. ამის გამო შეიძლება ამოიბეროს ზედაპირი.

ზოგჯერ ამ ყველაფერში სარეცხი მანქანაც
"დამნაშავეა". ასევე, მიზეზი შეიძლება გახდეს ცხოველების საკვები თასი, რომელიც მუდმივად ერთ ადგილას დგას. მათგან წყალი სტაბილურად იღვრება და იატაკზე რჩება. იგივეა სველი ფეხსაცმლის შემთხვევაში, რომლებსაც გარედან შინ შემოსვლის შემდეგ ერთსა და იმავე ადგილას აწყობთ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ ამ ყველაფერზე, თუ გსურთ პრობლემის თავიდან აცილება.

მაგრამ არის სიტუაციები, როცა წყლის გაჟონვას წყაროს მაშინვე ვერ ვამჩნევთ და საბოლოოდ ხელში ამობერილი ლამინატი გვრჩება. როგორ გავაღოთ იგი და დავუბრუნოთ პირვანდელ სახეს?
ამისთვის აიღეთ ბამბის პირსახოცი ან ქსოვილი. რაღაც საკმარისად თხელი, მაგრამ ამავე დროს დამზადებული ბუნებრივი მასალისგან.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები