როგორ იცავდნენ ჩვენი ბებია-პაპები სახლს სიღარიბისა და გაჭირვებისგან - ძველი წესები, რომლებსაც დღეს ცრურწმენებს ვუწოდებთ


ზოგ ადამიანს მტკიცედ სწამს, რომ გარკვეული წესების დაცვით და მორჩილებით შეძლებს თავიდან აიცილოს უსიამოვნო შედეგები როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ისე სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ამ წესების შესახებ ხშირად ჩვენი ბებია-ბაბუების დროიდან გვესმის, მათი გადმოცემის თანახმად ვიცით და ხშირად გვჯერა კიდეც. ხალხში ამას ცრურწმენებს უწოდობენ, თუმცა რამდენად ცრუა ეს რწმენები და ღირს თუ არა მათი დაჯერება, ძალიან ინდივიდუალურია და ამას თითოეული ადამიანი თავად წყვეტს. ვნახოთ, რისი სჯეროდათ ჩვენ წინაპრებს, გადახედეთ, რამდენად ირწმუნებთ და დაემორჩილებით, თავად გადაწყვიტეთ.
მაგალითად ამბობენ, რომ არაფრით არ
შეიძლება პურის ნაჭრების ურნაში ჩაყრა - უმჯობესია, ფრინველებს და ცხოველებს აჭამოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრება. არც სხვისი ლუკმის ჭამა შეიძლება, ეს სიდუხჭირის მომასწავებელია.
ასევე მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება სტუმარმა გარეცხოს ჭურჭლი.
არადა, თითქოს კარგ ტონად ითვლება, როდესაც დიასახლისს საქმის გამარტივების მიზნით დახმარებას სთავაზობენ. არადა, თურმე ამის გაკეთება არ შეიძლება, ოჯახში ჭურჭლის დარეცხვა მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ.

უხსოვარი დროიდან ყველაფერი, რაც საკვების მომზადებასა და ჭამასთან იყო დაკავშირებული, საგულდაგულოდ იყო დაცული ბოროტი თვალისგან. დიასახლისებს ეშინოდათ, რომ სტუმარი, რომელიც ოჯახური ცხოვრების ასეთ ინტიმურ სფეროში შეაღწევდა, სახლიდან სიმდიდრეს და კეთილდღეობას "გაიტანდა".
თუ სტუმრად ყოფნის დროს დიასახლისისთვის დახმარების შეთავაზებას დააპირებთ, კარგად დაფიქრდით, მასპინძლებს ცრუმორწმუნეები ხომ არ არიან?

არ დადოთ ჩანთა იატაკზე - რადგან ამას სიმდიდრის გადინება მოჰყვება.
ეტიკეტის თანამედროვე წესები ასეთია: ჩანთას იატაკზე არ ადებენ, რადგან ჭუჭყიანია, არ დებენ მაგიდაზე, რადგან არაჰიგიენურია, ამიტომ კარადაში ათავსებენ ან საკიდზე კიდებენ.

ნუ დაუსტვენთ -სახლში. ამბობენ, რომ სახლში სტვენა ნერვებს უშლის სახლის ანგელოზს.
ასევე არ შეიძლება მაგდაზე ჯდომა, რადგან არ შეიძლება ჭამის ადგილის შეურაცხყოფა, სუფრა ოჯახის თავშეყრის ადგილია. ძველად ეშინოდათ ამ მოქმედებით სულების გაბრაზება, ახლა კი უბრალოდ არაცივილიზებულად ითვლება.

არ შეიძლება დაბზარული ჭურჭლის გამოყენება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები