ბოსტნეულის უმეტესობა მარტივი მოსამზადებელია და ყველამ ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, თუმცა ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ დაზოგოთ დრო და თავი აარიდოთ უნებურ შეცდომებს.
ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მოიმარაგოს ხილი და ბოსტნეული იმ რაოდენობით, რომ, მთელი კვირა, ან კიდევ უფრო მეტ ხანს ეყოს. ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა თუ გინდათ, რომ ისინი სათანადოდ შეგენახოთ, დაახარისხეთ შენახვის წესის და ვადის მიხედვით.
კარტოფილის და ხახვის შენახვა თვეობით შეიძლება გრილ და ბნელ ადგილას, თუმცა მათი ერთად მოთავსება მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის. საქმე ის გახლავთ,
რომ ხახვი გამოყოფს აირს, რომელიც აფუჭებს კარტოფილს. დაახლოებით მსგავსი მოთხოვნები და თვისებები აქვთ კარტოფილსა და სტაფილოს, ამიტომ ეს ორი პროდუქტი თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ ერთ კონტეინერში.
რაც შეეხება ვაშლს, თამამად შეგიძლიათ შეინახოთ ავოკადოსთან ერთად. ეს ორი პროდუქტი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს დამწიფებას, ამიტომ მათი სხვა სახეობებთან შენახვა არ არის მიზანშეწონილი.
იმისათვის, რომ ხილმა თუ ბოსტნეულმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ფერი და შემავალი ვიტამინები, ისინი მაშინვე უნდა გამოიყენოთ, წინასწარ დაჭრა და მომზადება მათ ხარისხზე და გემოვნურ თვისებებზე უარყოფითად აისახება.
თავადაც გექნებათ შემჩნეული, რომ დაჭრილი კარტოფილი, ავოკადო, ვაშლი ძალიან მალე კარგავს ფერს და შავდება, ეს რომ არ მოხდეს, შეგიძლიათ დააწუროთ ლიმონის წვენი. სხვათა შორის, დაჭრის შემდეგ ფერს კარგავს ციტრუსი, სტაფილო და ნესვიც.
სუპერმარკეტები ხშირად გვთავაზობენ უკვე დაჭრილ-გასუფთავებულ პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ასეთი ხილ-ბოსტნეული, ასეთი სახით პროდუქტის ყიდვა გარდა იმისა, რომ საშიშია, გემოვნური თვისებებიც არ აქვს ბოლომდე შენარჩუნებული.
თუ გინდათ, რომ თქვენი კერძი უფრო სასარგებლო და გემრიელიც იყოს, დაჭერით ბოსტნეული ან ხილი თანაბარ ფორმებად და ზომებად. ერთი შეხედვით ეს ახირებას ჰგავს, თუმცა გარწმუნებთ, ასე თქვენი სალათა ბევრად გემრიელი იქნება.
ძალიან ბევრი ბოსტნეულის ვიტამინები ხარშვის დროს გადადის წყალში და უბრალოდ იკარგება, ამიტომ, უმჯობესია, ბოსტნეული არ მოხარშოთ, არამედ დაამუშაოთ ორთქლზე.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ბოსტნეული უმჯობესია მომზადდეს ცხიმში, ასე უკეთ გამოიყოფა ვიტამინები, ასეთია მაგალითად ბროკოლი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი.