რატომ არ უნდა გადააგდოთ ბანანის ქერქი - ვიტამინების საბადო ყოფილა, რომლის გამოყენებაც ბევრ რამეში შეგიძლიათ

ბანანის ქერქის ნაგვის ურნაში გადაგდება არავის უკვირს, ეს ჩვეული ამბავია, თუმცა თურმე ეს ნაგავი კი არა, ნამდვილი ვიტამინების საბადო ყოფილა, რომლის გამოყენებაც ბევრ რამეში არის შესაძლებელი. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეფექტურად ბანანის ქერქი.

პრიალა ფეხსაცმელი
საყვარელი ტყავის ფეხსაცმელი უბრალოდ იპრიალებს, თუ მას ბანანის ქერქით გაწმენდთ.

სუფთა ჭურჭელი
ბანანის ქერქი თქვენს ვერცხლის ჭურჭელს, დანა-ანგალს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს და გაათეთრებს. ხილის მჟავის წყალობით, გაწმენდიდან სულ ცოტა ხანში ეფექტი თვალსაჩინო იქნება.

ჯანმრთელი მცენარეები


იმისათვის, რომ ოთახის მცენარე ჯანმრთელი იყოს, მის ნიადაგს გამდიდრება
სჭირდება, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ, საამისოდ ბანანის ქერქი უბრალოდ შეუცვლელია. დაჭერით ქერქი პატარ-პატარა ნაწილებად და უბრალოდ მოათავსეთ ნიადაგში. შედეგი გაგაოცებთ.

მწვანე ფიკუსი
თუ თქვენი ოთახის ფიკუსს ფოთლები შეელახა და ისე ჯანსაღად აღარ გამოიყურება, უბრალოდ გაუწმინდეთ ფოთლები ბანანის ქერქით.

ქათქათა ღიმილი
კბილების გასათეთრებლად ბანანის ქერქის გამოყენება სცადეთ. უბრალოდ გადაისვით კბილებზე რბილობის მხრიდან, რა თქმა უნდა. ქერქში იმდენი მინერალია, რომ ის კარიესის წარმოქმნასაც კი უშლის ხელს. ეფექტი შესამჩნევი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იქნება.

ხავერდოვანი ხელები

ძალიან კარგი საშუალებაა ბანანის ქერქი, მისი რბილი მხარე, ზამთრის შემდეგ გამომშრალი ხელების დასატენიანებლად და ვიტამინებით გასამდიდრებლად. ეს კარგი საშუალებაა ასევე კოღოს და მწერების ნაკბენების შემდეგ გაღიზიანების სამკურნალოდ.

ხშირი თმა
ამაზე მარტივი არაფერია, დაჭერით წვრილად ბანანის ქერქი და ჩაყარეთ შამპუნის და კონდიციონერის ბოთლში. სუპერ მკვებავი ნაზავი მზად არის. ნახავთ, რომ ძალიან მალე შედეგად მიიღებთ ხშირ და მბზინვარე თმებს.

წვნიანი ხორცი
განსაკუთრებით ეფექტურია ქათმის მკერდის დამუშავების დროს. საიდუმლო მარტივია - უბრალოდ დააფინეთ საგულდაგულოდ გარეცხილი ქერქი თუნუქის საცხობზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები