ხანდახან ხდება, რომ დიასახლისი ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი სახლი იდეალურად სუფთა, მოწესრიგებული და მყუდრო იყოს, თუმცა მისი ძალისხმევა უშედეგოა. რა ხდება, რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი შედეგი?
საქმე ის არის, რომ აუცილებელია იცოდეთ, რა როდის და როგორ უნდა გააკეთოთ.
მტვრის გაწმენდა მშრალი ნაჭრით
მტვრის მშრალი ნაჭრით ან სპეციალური მტვრის საწმენდი ჯოხით წმენდა არ არის რეკომენდებული. მთელი მტვერი გადანაწილდება სხვადასხვა ზედაპირზე, შედეგს ვერ მიიღებთ, იმისათვის, რომ ავეჯს და სხვა ნივთებს მტვერი ეფექტურად მოაშოროთ, უნდა გამოიყენოთ ნოტიო ქსოვილი.
იატაკის წყლით
ხის იატაკი და ლამინატი წყალთან ვერ მეგობრობენ, იატაკის წყლით მოწმენდა მხოლოდ კერამიკულ ფილების შემთხვევაში არის გამართლებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენ ლამინატი ან პარკეტი გაიჟღინთოს წყლით და ამოიბურცოს. ყველაზე კარგია იატაკის სველი წესით დამუშავება ძალიან კარგად გაწურული ტილოთი.
ბალიშების რეცხვა
ბევრ დიასახლისს რატომღაც ჰგონია, რომ ბალიშებს რეცხვა არ სჭირდება, არადა, ეს აუცილებელი პროცედურაა, რომელიც ბალიშებს 3-4 თვეში უნდა ჩაუტარდეს. ამიტომ, ბალიშების შეძენის დროს კარგად დააკვირდით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულ უნდა იყოს, რამდენ გრადუსზე არის შესაძლებელი აღნიშნული ნივთის რეცხვა.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოვლა
იმისათვის, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა სათანადოდ მოგემსახუროთ, აუცილებელია მისი მოვლა. მაგალითად, მტვერსასრუტი ფილტრს თუ არ გაუწმენდავთ, დროულად ის მტვერს ვერ შეისრუტავს, ასევე სარეცხის მანქანა თუ არ გაასუფთავეთ, პერიოდულად სარეცხს უსიამოვნო სუნი აუვა და ა.შ.
ნათურები
ძალიან ხშირად გვავიწყდება და ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე სანათებს და მასზე დამაგრებულ ნათურებს, რომელზეც საკმაოდ ბევრი მტვერი გროვდება და ამ დროს ნათურა ისე ეფექტურად ვეღარც ანათებს. ამიტომ ნათურების წმენდა საკმაოდ აუცილებელი პროცედურაა.
საჭრელი დაფის რეცხვა
საჭრელი დაფის გასარეცხად, იქნება ეს თევზის თუ ხორცის საჭრელი დაფა, მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი საშუალება საკმარისი როდია. იმისათვის, რომ ეს ნივთი კარად გაირეცხოს, უნდა ჩაალბოთ საპნიან წყალში.
ფანჯრის მზიან ამინდში წმენდა
რაოდენ გასაკვირად უნდა მოგეჩვენოთ, ფანჯრის გაწმენდა მზიან ამინდში სასურველი არ არის. ასე საწმენდი საშუალება მალე ორთქლდება და მინაზე რჩება ლაქები. ასე რომ, უმჯობესია ფანჯარა გაწმინდოთ ან ღრუბლიან ამინდში ან დილით ადრე, არა უმეტეს 20 გრადუს ტემპერატურაზე.