ნივთები სახლში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას


თუ გინდათ, რომ სახლში ოჯახის ყველა წევრი უსაფრთხოდ იყოს, ეს ნივთები სასწრაფოდ მოაშორეთ.
სახლის რეგულარულად დალაგება სველი წესით და საგულდაგულოდ გაწმენდილი ზედაპირები უსაფრთხო და ჯანმრთელი ცხოვრების გარანტიაა. მტვერი და სხვადასხვა სახის ბაქტერიები მუდმივად გროვდება ისეთ საგნებზე, რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ასეთი ნივთები დროულად უნდა ვცვალოთ.

კბილის ჯაგრისი


იმისთვის, რომ კბილის ჯაგრისი დაგეხმაროთ პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებაში და არა სტომატოლოგთან ვიზიტში, აუცილებელია მისი სამ თვეში ერთხელ გამოცვალა.

სავარცხელი


სავარცხელი აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით კვირაში ერთხელ,
ხოლო ახალი ჯაგრისი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიძინოთ.

სახლის ჩუსტები


იმისათვის, რომ სახლის ჩუსტებმა რეალურად მოგვანიჭოს კომფორტი და არ დაემუქროს ჩვენს ჯანმრთელობას, ან ხშირად უნდა გავრეცხოთ ან ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შევცვალოთ ახლით.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ამ ნივთის საარსებო მაქსიმუმი მხოლოდ ერთი კვირაა. თითოეული დღე მას ბაქტერიების კიდევ უფრო საშიშ ბუდედ აქცევს. თბილი და სველი გარემო ხომ ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო საშუალებაა.

მატრასი



ყოველი ადამიანი თავისი სიცოცხლის საშუალოდ 25 წელს ძილში ატარებს. ეს ბევრია, თუმცა აუცილებელია. იმისათვის, რომ ამ 25 წელმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, არ დაგავიწყდეთ მატრასის 8 წელიწადში ერთხელ გამოცვლა.

ხალიჩა
ხალიჩის ვარგისიანობის ვადა დამოკიდებულია მასალაზე, თუ როგორი მასალისგან არის დამზადებული იგი, თუმცა ხალიჩის გამოცვლის რეკომენდაციაა 5 წელიწადში ერთხელ.

ჭურჭელი


პლასტმასის კონტეინერები ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოს, პლასტმასი ადვილად იკაწრება,დაკაწრული ადგილები კი ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო ადგილია, ტაფები კი ხუთ წელიწადში ერთხელ.

პირსახოცები და ბალიშები


პირსახოცები სასურველია, გამოიცვალოს 3 წელიწადში ერთხელ მაინც. საერთოდ, თუ პირსახოცი კარგად აღარ იწოვს წყალს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოცვლის დროა. რაც შეეხება ბალიშს, ისიც 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განაახლოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები