რატომ არასდროს უნდა გარეცხოთ სტუმრად მისულმა ჭურჭელი - რა საფრთხეს ხედავდნენ ამაში ძველი თაობის ადამიანები


ზოგჯერ თავაზიანი ადამიანები მასპინძლებს სუფრის გაშლაში და ჭურჭლის რეცხვაში დახმარებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, დახმარების სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ძველად სჯეროდათ, რომ სახლში სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს. ბებიების წარმოდგენით, სამზარეულოში ეს საქმე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა გააკეთონ. მათი აზრით, ჭურჭელზე უცხო ადამიანის ენერგია გადადის და შესაძლოა, ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
უფროსები თვლიდნენ, რომ უცხო ადამიანმა შეიძლება, ჭურჭელზე არა მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ენერგია და ზრახვები გადაიტანოს, არამედ წყალს გაატანოს და "გარეცხოს“ ოჯახის ბედნიერება, ფინანსური სარგებელი და კეთილდღეობა.
ამიტომაც, სტუმრად მისულ, შედარებით უცხო ადამიანებს ჭურჭლის გარეცხვის უფლებას არასდროს აძლევდნენ.

ვის შეუძლია თქვენს სახლში, ოჯახის წევრების გარდა, ჭურჭლის გარეცხვა?
* დასაქორწინებელ გოგონას - ითვლება, რომ მას ოჯახში ბედნიერება და მატება შემოაქვს
* ოჯახის ახლო მეგობრებს - მათ, სავარაუდოდ, თქვენ მიმართ კეთილი განწყობა აქვთ და დადებითი ემოციები შემოაქვთ.
* ადამიანებს, რომლებიც დიდი ხის განმავლობაში გენატრებოდათ - ითვლება, რომ ეს ახალ შეხვედრებსა და მოგზაურობებს მოგიტანთ.

ვის არ შეუძლია თქვენს სახლში ჭურჭლის გარეცხვა?
*დედამთილს რძლის ოჯახში - წინაპრებს სჯეროდათ, რომ ეს ოჯახში ჩხუბსა და დაპირისპირებას გამოიწვევს
*თუ სტუმარი ჭურჭლიან ნიჟარაში ხელს გადაიბანს - ეს ნიშნავს, რომ ოჯახში შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
*თუ სტუმრად მოსული გათხოვილი ქალი დანებსა და ჩანგლებს გარეცხავს - ოჯახში მამაკაცები იჩხუბებენ, ან კიდევ ღალატი იქნება.

რა უნდა გააკეთოთ, თუ სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი გარეცხა?
წინაპრებს სჯეროდათ, რომ აუცილებელია, გარეცხილი ჭურჭელი მალევე თავიდან გაავლოთ. ამ გზით, ისინი ისევ ,,მშობლიურ“ ენერგიას დაიბრუნებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს წესები ჭურჭლის სარეცხის მანქანაზე არ ვრცელდება. სტუმრად მოსულ ადამიანს შეუძლია, ჭურჭელი იქ განათავსოს და უკვე გარეცხილი აიღოს.

კომენტარები

მარინა წერეთელი 2025-08-01 18:15
თქვენ ფიქრობთ რომ ოჯახის ბედნიერება გასარეცხ ჭურჭელზეა და წყლის გადავლებით ირეცხება? სტუმარს არ შეჰკადრებდნენ ჭურჭლის გარეცხვას იმიტომ რომ პატივს სცემდნენ მე მგონი და არა იმიტომ რომ მას ცუდი ზრახვები არ დაეტანა და ოჯახი არ გაეუბედურებინა დაუფიქრდით ყოველ სიტყვას ყოველი ჩვენი გაუაზრებელი ვარაუდი თუ ასე ვთქვათ "მოძღვრება"სულ უფრო და უფრო გვაშორებს ერთმანეთს და ქმნის საუკეთესო ნიადაგს სიძულვილის გასამრავლებლად.ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ.
ედემი 2025-07-26 20:39
სიდებილე,შეთითხნილი დედამთილთმოძულის მიერ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები