მიმწვარი ტაფის გასარეცხი ძირითად საშუალება ფიზიკური ძალაა, მიმწვარი ადგილი კარგად უნდა ხეხო უხეში ზედაპირით და მერე კარგად უნდა გარეცხო. ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ძირითადი საშუალებაა. ყველა დანარჩენი რეკომენდაცია კი პროცესის დაჩქარებისა და გამარტივებისკენ არის მიმართული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცესის მთავარი ნაწილი მიმწვარი ადგილის მექანიკური ზემოქმედებით მოშორებაა, მოდით ვნახოთ, როგორ გავამარტივოთ ეს პროცესი.
უმჯობესია, შედარებით რბილი ზედაპირით დაიწყოთ, თუ ატყობთ, რომ შედეგი არ დგება, შეგიძლიათ უხეშ მხარეზე გადახვიდეთ. თუმცა ზოგიერთი ტიპის ქვაბებს მეტალის სახეხი საერთოდ არ უნდა მიაკაროთ. ასეთია უჟანგავი ფოლადის და
ფოლგა
გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მიმწვარი ადგილის დაბურთავებული ფოლგით გაწმენდას. გვერწმუნეთ, მეტალის სახეხზე ბევრად ეფექტურად გაწმენდს და არც დაკაწრავს.
ჭურჭლის სარეცხის მანქანის აბები
ეს სარეცხი საშუალების არასტანდარტული მოხმარების კიდევ ერთი მაგალითია, ჭურჭლის სარეცხი ტაბლეტი მშრალად გამოიყენეთ სკრაბის მსგავსად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ხელთათმანით უნდა დაიჭიროთ.