როგორ შეიძლება დავალაგოთ სახლი უფრო სწრაფად და ეფექტურად - პროფესიონალი დამლაგებლების რჩევები

თურმე პროფესიონალ დამლაგებლებს პატარ-პატარა საიდუმლოებები ჰქონიათ, რაც მათ შედეგის შენარჩუნებაში ეხმარება.

პირველი და მთავარი წესი გახლავთ ის, რომ სახლის დალაგება ლოგინის თეთრეულის გამოცვლით უნდა დაიწყოთ. კარგი იქნება, თუ თეთრეულის გადაკვრამდე მატრასს მტვერსასრუტით დაამუშავებთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც არის აუცილებელი. ამის შემდეგ მტვრისგან იწმინდება ფარდები და ჟალუზები. ესეც მტვერსასრუტით ან სველი ტილოთი კეთდება. აღსანიშნავია, რომ სველი ტილო ბევრად ეფექტურია.

მტვრის ასაღებად ყველაზე მეტად მიკროფიბრის ტილო გამოგადგებათ. საწმენდი სითხე სწორედ ამ ტილოზე დააქვთ. ძვირიანი საშუალებების ძალიან კარგი ალტერნატივაა თბილ
წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი - 1ლ. წყალზე 200 მლ. ძმარი.

ამის შემდეგ იწყება დალაგების ბოლო ეტაპი - ოთახის მტვერსასრუტით დალაგება. ვიწყებთ იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე ხშირად გვიწევს სიარული. შემდეგ გადავდივართ რთულად მისადგომ ადგილებში და ვმოძრაობთ გასასვლელისკენ. სულ ბოლოს კი იატაკს ვწმენდთ სველი წესით და დალაგების პროცესი შესაძლოა ჩაითვალოს დასრულებულად.
ამ მარტივი რჩევების დახმარებით სახლის დალაგების პროცესი ბევრად მარტივი და სწრაფი იქნება.

კომენტარები

წკაპანაშვილი ჯიმი 2023-12-04 22:20
ეჰ საით მიდიხარ საქართველოოოოოოოოოოოოოოოოოო
ლია 2023-12-01 10:57
პირველი აბზაცის მერე აღარ წავიკითხე.. სისულელა აბსოლუტური - ჯერ თეთრეულს გამოვუცვალო და მერე გაქათქათებულ (ისევ თეთრს ვიყენებ მე) ან, რა მნიშვნელობა აქვს, სუფთა თეთრეულიან ოთახში ჩამოვხსნა მტვრიანი ფარდები და დავიწყო დალაგება... და ის მტვერი არ მოხვდება გამოცვლილ სლოგინსა, ან თუნდა, გადაფსაფარებელზე???? სიშტერეა აშკარად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები