12 კოსმეტიკური პროდუქტი, რომელთა ვარგისიანობის ვადაზეც არასდროს დაფიქრებულხართ

კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადა მეტად საჩოთირო საკითხია. ალბათ ბევრმა ქალბატონმა არ იცის, რომ მის კოსმეტიკაში არის ნივთებიც, რომლებიც შესაძლოა ვადაგასული იყოს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ზოგი კოსმეტიკური საშუალება ფუჭდება მანამ, სანამ ის გაგითავდებათ. კოსმეტიკის შეძენის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მის არა მარტო ხარისხს, არამედ ვარგისიანობის ვადას, ის ახალი უნდა იყოს. ეს აუცილებელი ფაქტორია, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი კანის სიჯანსაღე.



1. ტუჩის მბზინავი საცხი
ტუჩის მბზინავი საცხის შენახვის ვადა 18-დან 24 თვემდეა. ამ პერიოდში თქვენ უნდა მოასწროთ მისი დამთავრება. შეძენის დროს ყურადღებით წაიკითხეთ

ყველა მასზე დატანილი წარწერა, თუ ტუჩის საცხი შეიცავს ბევრ ნატურალურ კომპონენტს, ის უფრო მალფუჭებადია.

 

2. თვალის ლაინერი



ამ საშუალების ხმარება მხოლოდ სამი თვით არის შესაძლებელი. მისი მთავარი უარყოფითი თვისება შეფუთვაა. ასეთ ქილაში მოთავსებული ლაინერი უფრო მალე ფუჭდება, რადგან მასში ადვილად მრავლდებიან ბაქტერიები, რაც თვალის ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს.

 

3. კონსილერი, იგივე კორექტორი




კორექტორის ვარგისიანობის ვადა საშუალოდ 6 თვეა. ხოლო თუ კონსილერი ტუბშია მოთავსებული, მისი გამოყენება 18 თვემდეა შესაძლებელი. თუ კორექტორს შეეცვალა ფერი ან კონსისტენცია, ჯობს ის თავიდან მოიშოროთ.

 

4. მაკიაჟის ქვემოთ დასატანი საშუალება



წყალზე დამზადებული ბაზა მიკრობების გამრავლების უნიკალური საშუალებაა. მისი ხმარება მხოლოდ ერთი წლით არის შესაძლებელი. თუ თქვენი ბაზა უფრო დიდი ხნისაა, სასწრაფოდ მოიშორეთ იგი თავიდან.

 

5. ბრონზატორი


ბრონზატორის მოხმარების ვადა 2 წელია. ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მარტო ხარისხსა და ვადას, არამედ ფუნჯის სისუფთავესაც. გასარეცხი და მოუვლელი ფუნჯი დერმატოლოგიური პრობლემების აღმოცენების საწინდარია.

 

6. სახის დასაბანი ღრუბელი


პირველ რიგში ეს ღრუბლები ძალიან ხშირად უნდა ცვალოთ. ეცადეთ ის ასევე ხშირ-ხშირად რეცხოთ და კარგად გააშროთ.

 

7. ფერუმარილი


ფერუმარილის გამოყენების ვადა 18 თვეა. არავითარ შემთხვევაში მეტი არა. ვადაგასული ფერუმარილის გამოყენება ნიშნავს ადრე დაბერებას.

 

8. ტუჩსაცხი


ყველა ქალბატონის ჩანთაში მოიძებნება ტუჩსაცხების ნაირსახეობა. ალბათ არც კი იცით, რომ ტუჩსაცხის ხმარება მხოლოდ ერთი წელი შეიძლება, მერე ის გამოსაყენებლად უვარგისია.

 

9. წამწამების ტუში


მისის შენახვის ვადა მხოლოდ 3 თვეა. ნუ გარისკავთ, ეცადეთ წამწამების ახალი ტუში შეიძინოთ. ვადის გასვლის შემდეგ თქვენს თვალებში ინფექციის გავრცელების ალბათობა სულ უფრო და უფრო იზრდება. იმასაც გეტყვით, რომ წამწამების ტუშის ფუნჯზე ძალიან კარგად გრძნობენ თავს ბაქტერიები, რომლებიც თქვენს კანს კარგს არაფერს პირდებიან.

 

10. თხევადი ჩრდილები


ამ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა 12-დან 18 თვემდეა. თუ ტქვენ ნაზი კანი გავთ, წენების შეძენისას კარგად უნდა დაფიქრდეთ და აუცილებლად ხარისხიანი და ვარგისიანი პროდუქცია უნდა შეარჩიოთ.

 

11. ტუჩის ფანქარი


დამზადებიდან ერთი წლის შემდეგ ტუჩის ფანქარი უვარგისია.

 

12. რუჟი



რუჟის გამოყენება 2 წლამდეა შესაძლებელი. თუ მას ვადა გაუვიდა, ეს ადვილად შესამჩნევი ხდება, ის კანზე ცუდად ჯდება.

გირჩევთ, კარგად შეამოწმოთ თქვენი საყვარელი კოსმეტიკა და ისე მოიხმაროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები