როგორ უნდა ჩავალაგოთ ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რომ იდელურად გაირეცხოს და მოწყობილობამაც გამართულად იმუშაოს


ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვა შეიძლება უმნიშვნელო საქმედ მოგეჩვენოთ, რასაც დიდი ფიქრი არ სჭირდება, მაგრამ თუ მანქანაში ჭურჭელს არასწორად ჩაალაგებთ, შესაძლოა მანქანა დააზიანოთ ან ჭურჭელი სრულყოფილად არ გაირეცხოს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის სწორად ჩატვირთვა აადვილებს ჭურჭლის რეცხვას და საშუალებას აძლევს მოწყობილობას, იმუშაოს გამართულად. თუ არ გსურთ დიდი დრო დახარჯოთ თქვენი მოწყობილობის ინსტრუქციის შესწავლაზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ პროფესიონალთა რჩევები.

ყველაზე მარტივია ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვა ზედა თაროდან, რადგან მას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ორგანიზაციის წესები. უმჯობესია ამ განყოფილებაში ჭიქები და პატარა თასები მოათავსოთ.
არავითარ შემთხვევაში არ ჩაალაგოთ ჭურჭელი ერთმანეთთან ახლოს.
ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ან დაბლოკოს სარეცხი საშუალება და წყლის ნაკადი. ჩატვირთვისას დატოვეთ საკმარისი თავისუფალი ადგილი, რათა მოწყობილობამ სწორად შეასრულოს თავისი სამუშაო.

თუ პლასტმასს ჭურჭლს რეცხავთ, მხოლოდ ზედა განყოფილებაში ჩატვირთეთ, რადგან ის ყველაზე შორს არის გათბობის სისტემისგან.
ქვედა განყოფილება განკუთვნილია დიდი და მძიმე ჭურჭლისთვის. აქ უნდა განთავსდეს თეფშები, თასები. ქვაბები, საჭრელი დაფები, და სხვა მსხვილი ნივთები უნდა განთავსდეს გვერდებზე და უკანა მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეცხვის ხარისხი შესაძლოა არ იყოს თქვენთვის დამაკმაყოფილებელი.

გახსოვდეთ, რომ ბრინჯაოს, ხის, სპილენძის ან მოოქროვილი  ნივთები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ ირეცხება. ასეთი ჭურჭელი უფრო დელიკატურ მოვლას, ხელით რეცხვას საჭიროებს.
ასევე მანქანაში რეცხვის შედეგად იბურება ვერცხლის ნივთები. ასეთი ნივთები სპეციალურ წმენდას საჭიროებს.
უმჯობესია კოვზები, ჩანგლები და დანები შერეულად ჩაალაგოთ, ასე სარეცხი სითხე უფრო ადვილად გადანაწილდება მთელს მანქანაში, დაბრკოლების გარეშე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები