როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე სარეცხის მანქანას


თანამედროვე სარეცხის მანქანები 3-დან 5 წლამდე გვემსახურებიან, თუმცა, თუ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გავითვალისწინებთ, შესაძლოა მათი მომსახურების ვადა მნიშვნელოვნად გავახანგრძლივოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ სარეცხის მანქანა ბევრ ფუნქციას ასრულებს, რეცხვას, შრობას, წურვას, ის იმაზე სწრაფად გამოდის მწყობრიდან, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ, თუმცა ეს 7 მარტივი რჩევა დაგეხმარებათ თქვენი მოწყობილობის სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

რეგულარულად შეამოწმეთ ფილტრი


თვეში 1-2 ჯერ მაინც აუცილებელია სარეცხის მანქანის ფილტრის შემოწმება და სათანადოდ გაწმენდა. ამის შემდეგ კარგად გამოაშრეთ ფილტრის ნაწილები.

რეცხვის წინ აუცილებლად შეამოწმეთ ტანსაცმლის ჯიბეები

ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ სარეცხის
ჯიბეში შეიძლება აღმოჩნდეს ნივთი, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი მოწყობილობა. ამიტომ, სანამ სარეცხს მანქანაში ჩატვირთავთ, აუცილებლად კარგად შეუმოწმეთ ჯიბეები.

ნუ მოიხმართ ჭარბად სარეცხ საშუალებას

ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ბევრი სარეცხი საშუალება უკეთ გარეცხვას სარეცხს, თუმცა ასე არ არის, დიდი დოზით სარეცხი საშუალება მანქანას მხოლოდ აზიანებს.

ნუ გადატვირთავთ მანქანას

იმისათვის, რომ თქვენი მოწყობილობა გამართულად და კარგად მუშაობდეს, აუცილებელია მისი გაფრთხილება, ეს განსაკუთრებით ეხება მის ჩატვირთვას, კერძოდ, სიმძიმეს რეცხვის დროს. ეცადეთ, რომ მანქანა არასდროს გადატვირთოთ, რადგან სიმძიმემ შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს ის.

ცოტა სარეცხი

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ არ შეიძლება მანქანის გადატვირთვა რეცხვის დროს, მაგრამ ასევე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არც ძალიან ცოტა სარეცხის რეცხვა შეიძლება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისბალანსი და მანქანა მწყობრიდან გამოიყვანოს.

არ დატოვოთ მანქანაში სარეცხი


არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სარეცხის მანქანაში დატოვება რეცხვის შემდეგ. კარი კი აუცილებლად ღია უნდა დატოვოთ, რომ მოწყობილობა გამოშრეს და განიავდეს. ეს ჩვევა თავიდან აგარიდებთ მანქანაში ობის გაჩენას და უსიამოვნო სუნს.

პერიოდულად გამოიძახეთ ხელოსანი

და ბოლოს, თავს დაზღვევის მიზნით, შეგიძლიათ გამოიძახოთ ხოლმე ხელოსანი, რომელიც საფუძვლიანად შეამოწმებს ყველაფერს. პატარა ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ის გამოასწორებს მას და თქვენი მანქანა კიდევ დიდხანს მოგემსახურებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები