ნარჩენები, რომელთა აღებაც მტვერსასრუტით არასდროს არ უნდა სცადოთ


ამ რჩევების უგულებელყოფის შემთხვევაში მოწყობილობის დაზიანება გარდაუვალია
მტვერსასრუტი ადამიანის ნამდვილი მეგობარია. მისი წვლილი სახლში ფასდაუდებელია, სულ რაღაც რამდენიმე წუთში ის განსაკუთრებულად ასუფთავებს სახლს. თუმცა, არის ნივთები, რომელთა აღებაც მტვერსასრუტით არასდროს არ უნდა სცადოთ.

კოსმეტიკა


თუ შემთხვევით ფერუმარილი ან რუჟი დაგემსხვრათ, უმჯობესია მის ასაღებად ცოცხი ან ნაჭერი გამოიყენოთ და არა მტვერსასრუტი, რადგან კოსმეტიკური საშუალების მცირე ნაწილაკებმა შესაძლოა შეაღწიოს მტვერსასრუტის ძრავაში და დააზიანოს იგი.

ფქვილი

მტვერსასრუტით სხვადასხვა პაწაწინა ნაწილაკების შეგროვების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მოწყობილობის გაჭედვა, არამედ მისი სერიოზული დაზიანებაც კი.
რატომ? ეს მარტივია: ფქვილი და სხვა მსგავსი ნივთიერებები, მაგალითად, როგორიცაა ნაცარი და სამშენებლო მტვერი, სავარაუდოდ, ჭედავს საწმენდი მოწყობილობის ფილტრებს.
გარდა ამისა, მცირე ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს მტვერსასრუტის ძრავაში და ამ შემთხვევაში ის აუცილებლად დაზიანდება.

თმა
შეუძლებელია თმის საწმენდ მოწყობილობაში აბსოლუტურად აღმოფხვრა. თუმცა, საუბარია მხოლოდ დიდი რაოდენობის თმაზე, რადგან დიდი რაოდენობით თმამ შესაძლოა გადაწვას კიდევ მტვერსასრუტის ძრავა.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ცხოველების ბეწვთანაც.

შუშა


არასდროს არ გირჩევთ გატეხილი შუშის მტვერსასრუტით აღებას. შუშის ფრაგმენტებმა შეიძლება დააზიანოს მტვრის ტომარა, დიდი ფრაგმენტი კი, შესაძლოა, შლანგშიც კი გაიჭედოს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები