რაც უნდა გულმოდგინედ და ზედმიწევნით დავალაგოთ სახლი, დღის ბოლოს მტვერი ისევ ჩნდება ყველა სახის ზედაპირზე. გავარკვიოთ, საიდან მოდის მტვერი და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას.
მტვრის წარმოქმნის მთავარი მიზეზები
ხალიჩები და ტექსტილი მტვრის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი წყაროა სახლში, ამიტომ ამ ზედაპირების რეგულარული მოვლა და გასუფთავება აუცილებელია ჰაერის კარგი ხარისხისა და მტვრის დაბალი დონის შესანარჩუნებლად. მტვერთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა მტვერსასრუტის გამოყენება HEPA ფილტრით. ხალიჩები და ტექსტილი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, რათა შემცირდეს ბოჭკოებში დაგროვილი მტვრის რაოდენობა. მთავარი წესია ხალიჩების და ტექსტილის დასუფთავება მტვერსასრუტით
მტვრის წარმოქმნას უწყობს ხელს ასევე პატარა დეკორატიული ელემენტები, როგორიცაა ფიგურები, ნახატები, წიგნები, სანთლები, ლარნაკები და სხვა საყვარელი წვრილმანები. ამიტომ, დაგროვილი მტვრის რაოდენობის შესამცირებლად, რეგულარულად გაწმინდეთ ყველა ზედაპირი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ გარე ნაწილებს, არამედ შიდა ნაწილებსაც.
კატები და ძაღლები მართალია, გვილამაზებენ ყოველდღიურობას, მტვრის წარმოქმნის მთავარი მიზეზიც ხდებიან. შინაური ცხოველებისგან წარმოქმნილი მტვრის შესამცირებლად მიზანშეწონილია მოარიდოთ ისინი რბილ ავეჯს, საწოლებსა და ხალიჩებს, ასევე რეგულარულად გაწმინდეთ და მოაურეთ ამ ნივთებს, არ დაივიწყოთ ხშირი დასუფთავება (კვირაში ორ-სამჯერ), სველი წმენდის ჩათვლით.
გაგიკვირდებათ და ვიზუალური ქაოსი, სკამების საზურგეებზე გადაკიდებული ნივთები, დერეფანში საკიდზე მოუწესრიგებულად დაკიდებული სამოსი, უმისამართოდ მიყრილი სხვა ნივთები ასევე უწყობენ ხელს მტვრის წარმოქმნას და დაგროვება. ყურადღება მიაქციეთ წიგნებს, ქილებს, ყვავილებს (მათ შორის ხელოვნურს), საბნებს, დეკორატიული ბალიშებს, ფეხსაცმელებს, საბავშვო სათამაშოებს, გაჯეტებს და ა.შ.
ბუნებრივი და ბიოლოგიური ფაქტორების გარდა, არსებობს ადამიანის მიერ შექმნილი ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს სახლში მტვრის დაგროვებას. ესენია: ჰაერის დაბინძურება, ტრანსპორტის გამონაბოლქვი, სამრეწველო გამონაბოლქვი და სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოები.
სახლის რეგულარული დალაგება ყველაზე ეფექტური გამოსავალია მტვრის დონის შესამცირებლად. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყველა მისაწვდომ და ძნელად მისადგომ ადგილას მტვერსასრუტით გაწმენდა, არამედ სველი წმენდა, არა მხოლოდ იატაკის, არამედ ყველა ზედაპირის, მათ შორის ჭაღების, ნათურების, ფანჯრის რაფების, რადიატორების, კარების და სახელურების, ასევე დეკორატიული ელემენტების.
იმ ადგილებში, სადაც გაწმენდა რთულია, ჰაერის გამწმენდების, დამატენიანებლების და ფილტრების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცირებას.