როგორ ალაგებთ სახლს - ამის მიხედვით დიასახლისის ხასიათის გამოცნობაა შესაძლებელი


შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ადამიანის ხასიათის გაგება იმის მიხედვითაც არის შესაძლებელი, თუ როგორი  დამოკიდებულება აქვს  მას სახლის დალაგების მიმართ. 
ზოგი ადამიანი სახლს რეგულარულად მხოლოდ იმიტომ ალაგებს, რომ ასეა საჭირო, თუმცა ზოგს ისე მოსწონს თავად დალაგების პროცესი, რომ მზად არის ეს მუდმივად აკეთოს.

მუდმიად დალაგება 


გინახავთ ალბათ დიასახლისები, რომელთა სახლებიც ბრწყინავს სისუფთავით, მუდმივად რაღაცას ალაგებენ, წმენდენ. ასე იქცევიან ჰიპერმოწესრიგებულები, რომლებიც სხვებზეც ზრუნავენ და უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ, მათ ირგვლივ ყველაფერი იდეალური წესრიგი უნდა სუფევდეს. ფსიქოლოგები ასეთ დიასახლისებს სასოწარკვეთილ დიასახლისებს უწოდებენ, რომელთაც უბრალოდ უნდათ
განერიდონ საკუთარ შინაგან სამყაროს.

მუდმივი არეულობა 


ეს სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანები არიან, მათი ინერტული დამოკიდებულება სახლის დალაგების მიმართ ზოგჯერ აბსურდამდე დადის. მათ სახლში უამრავ უსარგებლო და გაფუჭებულ ნივთს ნახავთ. ქაოსი სახლში თავში ქაოსის ნიშანია. ასეთ ადამიანებს უყვართ საკუთარი მოვალეობების სხვისთვის გადაბარება.

დალაგება გეგმის მიხედვით

ამ შემთხვევაში საქმე ჰიპერკონტროლთან გვაქვს, სახეზეა გადამეტებული ყურადღება დეტალების მიმართ. ასეთი ხალხი ერთი და იგივე დროს, გარკვეული რეგულარობით ალაგებს სახლს.
ეს იმის ნიშანია, რომ ასეთ ადამიანს აქვს სურვილი, თავი დააღწიოს ზედმეტ სტრესს.

ტრადიციული დალაგება

ოჯახური ტრადიციების მიმდევრები კი სახლს ტრადიციულად, ამა თუ იმ მიზეზის გამო ალაგებენ. პრინციპიც ერთი აქვთ, ჯერ სარეცხი, მერე უთო, მერე სადილი და ა.შ.
ეს ძირითადად მოვალეობის მოხდის მიზნით არის გამოწვეული. თუმცა ეს მათთვის ოჯახურ სიმყუდროვესთანაც ასოცირდება, მათ ამის გაკეთება სიამოვნებთ კიდეც.

ტრენდული დალაგება

ადამიანები მოდას მიჰყვებიან და ხშირად ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რომლებიც კი არ მოსწონთ არამედ მოდაშია.
ტრენდული დალაგების მოყვარულები უბრალოდ თავიდან იშორებენ ზედმეტ ნივთებს იმ იმედით, რომ მათ ახლით ჩაანაცვლებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები