სამი პროდუქტი, რომელიც ტულის ფარდების გათეთრებაში დაგეხმარებათ


ტული მოყვითალო ან მონაცრისფრო ფერს არა მხოლოდ მზის ან მტვრის გამო იღებს, მაღალ ტემპერატურაზე (40 გრადუსზე ზემოთ) რეცხვა, ისევე, როგორც რადიატორებთან სიახლოვეც, დიდ გავლენას მისი ფერის ცვლილებაზე. თუმცა არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და ქსოვილს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

მარილი

მარილით გათეთრების პროცესი არ არის სწრაფი, მაგრამ ძალიან ეფექტურია. 5 ლიტრ წყალში გახსენით ორი სუფრის კოვზი მარილი. ამ ხსნარში ჩაალბეთ ტული გარეცხვამდე. მარილი შეიძლება შეურიოთ ასევე სარეცხ საშუალებას, სტანდარტულ დოზას დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზის მარილი ამ ხსნარში ქსოვილის მთელი
ღამით ჩაალბეთ.
მარილი ფხვნილთან ერთად გახსენით თბილ წყალში.
ჩაალბეთ ტული ამ ხსნარში. თუ ქსოვილი ძალიან მოყვითალო ან ნაცრისფერია, მთელი ღამით დატოვეთ, თუ არა, 4 საათი საკმარისია.
შემდეგ გარეცხეთ ტული კარგად და ბოლოს ისევ მარილიან ხსნარში გაავლეთ.




სოდა

საკვები სოდა ასევე დაგეხმარებათ ტულის გათეთრებაში. შეურიეთ სოდა სარეცხის ფხვნილს (1 სუფრის კოვზი სოდა და ამდენივე სარეცხის ფხვნილი), დაამატეთ თბილ წყალი და ჩაალბეთ ფარდა ამ ნაზავში 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაავლეთ ჩვეულებრივად.
გარეცხილი ფარდა კვლავ ჩაალბეთ სოდაში, ამჯერად ფხვნილის გარეშე 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში.
ასევე შეგიძლიათ ერთმანეთს შეურიოთ მარილი და საცხობი სოდა თანაბარი პროპორციით, თითო 1 სუფრის კოვზი, და ამ ხსნარში ჩაალბოთ ქსოვილი მთელი ღამის განმავლობაში.

წყალბადის ზეჟანგი და ნიშადური

ტულის გათეთრება შესაძლებელია ასევე 3% წყალბადის ზეჟანგით და ნიშადურით. მაგრამ ამ საშუალებების გამოყენებას ნეილონისთვის და კაპრონისთვის არ გირჩევთ.
ჩაასხით თასში ცხელი წყალი დაახლოებით 60° გრადუსი.
ჩაუმატეთ ორი-სამი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ერთი სუფრის კოვზი ნიშადური. კარგად აურიეთ და ჩაალბეთ
ფარდები ხსნარში 30 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გაავლეთ, გაწურეთ და გააშრეთ.
ნურც ძველ, გამოხარშვის მეთოდს დაივიწყებთ - დუღილი ხელს უწყობს ქსოვილისთვის თეთრი ფერის აღდგენას, თუნდაც ის ძალიან გაყვითლებული იყოს. ამისათვის ლითონის სათლი ან დიდი ქვაბი დაგჭირდებათ და სარეცხის ფხვნილი. ტულმა ხსნარში დაახლოებით ერთი საათი უნდა იდუღოს, პერიოდულად უნდა მოურიოთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები