როგორ დავალაგოთ სამზარეულო გენერალურად - მარტივი ხრიკები


აღდგომამდე დიასახლისები სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულს საფუძვლიანად ალაგებენ, ამ პროცესს საგაზაფხულო გენერალურ დალაგებასაც ვუწოდებთ, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში სისუფთავის შეგრძნება გექნებათ. ვნახოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ უნდა წარვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ შედეგი მაქსიმალურად ეფექტური მივიღოთ და თან, მარტივად.

დაიწყეთ კარადებით. ყველაფერი, რაც თაროებზე გიდევთ, არის ვარგისი, თუმცა არ ხმარობთ და არ გჭირდებათ, მეგობრებს მიეცით. ამის შემდეგ გაწმინდეთ კარადები შიგნიდან და გარედან და შეინახეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებსაც იყენებთ.
კარადებთან ერთად გარეცხეთ ის ჭურჭელიც, რომლებსაც იშვიათად ხმარობთ.
პროდუქტები, რომელიც ინახება კარადაში და თაროებზე,  კონტეინერებში გადაიტანეთ,
დაახარისხეთ, კონტეინერებიც გაწმინდეთ, რადგან შესანახი ჭურჭელი ძალიან მარტივად იმტვერება.
შემდეგი საფეხური ღუმელი და ქურაა, ცხიმი და ბაქტერიები ღუმელზე მხოლოდ ტილოთი არ შორდება, კარგად გაასუფთავეთ სპეციალური საშუალებებით ღუმელი, ღუმელის ზედაპირი, არ დაივიწყოთ გამწოვიც.

სამზარეულოს დასუფთავებისას არ დაგავიწყდეთ ტექნიკა - ტოსტერი, ყავის აპარატი და ა.შ. არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს ზედაპირის გახეხვა სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებით.
უმჯობესია მაცივარი გაასუფთაოთ იქამდე, სანამ თავიდან შეავსებთ, რათა არ მოგიწიოთ ყველაფრის ამოღება და ხელახლა განთავსება. მოაშორეთ მაცივრიდან ყველა არასაჭირო პროდუქტი და გაასუფთავეთ კარგად ყველა თარო და სათავსო.
მიუხედავად იმისა, რომ ნიჟარა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა ყოველდღიურად ირეცხება, ეს არ ამცირებს მათში ბაქტერიების და საკვების ნარჩენების რაოდენობას. ასე რომ, ეს ნივთები სამზარეულოში საგულდაგულო წმენდას საჭიროებს.
და ბოლოს, შეცვალეთ ყველა ტილო, ღრუბელი, საწმენდი საშალება და კარგად დაამუშავეთ იატაკი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები