ნივთები, რომლებსაც ძალიან ხშირად ვრეცხავთ, ეს კი აფუჭებს მათ


ნივთების იშვიათი რეცხვის უარყოფითი შედეგები აშკარაა, მაგრამ არსებობს ნივთები, რომლთა რეცხვაც, ექსპერტთა აზრით, ნაკლებად სასურველია.
ზოგიერთმა ქსოვილი და მასალა ხშირი რეცხვის შედეგად შეიძლება დაზიანდეს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი ბალანსის პოვნა სისუფთავესა და ნივთის ხარისხის შენარჩუნებას შორის. ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ნივთი ხშირად რეცხვას ვერ იტანს.

აბაზანის პირსახოცები


როდესაც საუბარია ზედმეტ რეცხვაზე, პირველ რიგში, ეს აბაზანის პირსახოცებს ეხება.
"მიუხედავად იმისა, რომ პირსახოცების გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ ძალიან მაცდურად გამოიყურება, ამან შეიძლება ქსოვილის ბოჭკოები დააზიანოს, ამიტომაც აბაზანის პირსახოცების რეცხვას სამი-ოთხი გამოყენების შემდეგ გვირჩევენ,
ყოველი გამოყენების შემდეგ კი ის კარგად უნდა გააშროთ სუფთა ჰაერზე.

პლედები


კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ვერ იტანს ხშირად რეცხვას, არის პლედი, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ხშირად გამოიყენება, ზედმეტი რეცხვა ბოჭკოების გამკვრივებას გამოიწვევს და პლედი აღარ იქნება რბილი, ფუმფულა და კომფორტული.

ლოგინის თეთრეული


თუ თქვენ გაქვთ ჩვევა კვირაში ერთხელ გამოცვალოთ ლოგინის თეთრეული, შეგიძლიათ ცოტათი შეანელოთ ეს პროცესი. ექსპერტები ამბობენ, რომ ძალიან ხშირად რეცხვა მკვეთრად აფუჭებს თეთრეულის ხარისხს.
ასევე გირჩევთ ლოგინის თეთრეულის გასარეცხად ნაზი და ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ.

ჯინსი


ჯინსი შექმნილია იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში დაიხეს და გახუნდეს, სწორედ ამის გამო აფასებს მას ხალხი. თუმცა, ჯინსების ძალიან ხშირად რეცხვამ შეიძლება ბოჭკოების დასუსტება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ ფორმის დაკარგვას გამოიწვევს.

ხალიჩები და ფარდაგები


საიდუმლო არ არის, რომ ხალიჩები და ფარდაგები დროთა განმავლობაში უამრავ ჭუჭყს და მტვერს აგროვებს, მაგრამ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ ნივთების ზედმეტი რეცხვა მიზანშეწონილი არ არის. მეტიც,
ხშირად გამოყენებულმა მტვერსასრუტმაც კი შეიძლება ხალიჩა დააზიანოს, ამ ნივთის გაწმენდას რამდენიმე დღეში ან კვირაში ერთხელ გირჩევთ, პროფესიონალური, ღრმა წმენდა კი ყოველ 12-18 თვეში ერთხელ არის სასურველი.

ბალიშები


ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბალიშების ზედმეტად რეცხვა არ არის მიზანშეწონილი. ეს გამოიწვევს მათ გაუხეშებას და ძილის დროს დიდ დისკომფორტს, ბალიშები ორ-სამ თვეში ერთხელ უნდა ირიცხებოდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები