ნივთები სახლში, რომლებიც დიასახლისის ხელმომჭირნეობაზე მიუთითებენ


თვალები სულის სარკეა, სახლი კი ადამიანის პიროვნების ანარეკლია. ზოგჯერ ინტერიერს შეუძლია გამოავლინოს ადამიანის ის თვისებები, რომლებზეც მას საუბარი არ სურს.
მნიშვნელოვანია ფოკუსირება ხარისხიანი და რეალურად საჭირო ნივთების შეძენაზე, რომელთა გამოყენებაც დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება. ალბათ თავადაც შეგინიშნავთ, რომ იმპულსური შესყიდვები და უსარგებლო ნივთების შეგროვება არ გმატებთ არც სიხარულს და არც კომფორტს თქვენს სივრცეში.

მეორეს მხრივ, თუ თქვენს საცხოვრებელ სივრცეში ესა თუ ის ნივთი გაცვეთილია, მწყობრიდან არის გამოსული, ის უნდა შეიცვალოს. შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევდეთ ცვლილებას, რადგან მუდმივად აქ ხართ, მაგრამ
გვერწმუნეთ, სტუმრად მოსულ ადამიანს არ გამორჩება და აუცილებლად მოხვდება თვალში ეს თუ ის გაფუჭებული ან გატეხილი ნივთი და შეიძლება იფიქროს, რომ არ ხართ მზად საკუთარ კომფორტსა და სიმყუდროვეში ფული გადაიხადოთ. გახსოვდეთ, ერთია საოჯახო რელიკვია და მისი პატივისცემა, მეორეა წლების განმავლობაში ნაგვის შეგროვება. სახლის გენერალურად დალაგების დროს გაითვალისწინეთ ეს ნიშნები.
წარმოგიდგენთ 5 ნივთს, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ იპყრობს თვალს და აჩენს კითხვას – ვინ არის ამის პატრონი – შეგნებული, ეკონომიური დიასახლისი თუ ადამიანი, რომელიც ესთეტიკისთვის ფულს ვერ იმეტებს?
ყურადღებით შეამოწმეთ თქვენი სახლი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარადებს, საკუჭნაოს, აივანს. გადაალაგეთ ძველი, გაფუჭებული ნივთები და გააჩუქეთ, გახსოვდეთ, საწყობად გადაქცეული სახლი რთულ გარემოს ქმნის როგორც ენერგეტიკულად, ასევე ვიზუალურად. თუ დროულად არ გააკეთებთ ამას, თქვენი ახლი მყუდრო სახლის ნაცვლად ძველ ავტოფარეხად იქცევა.

არავითარ შემთხვევაში არ იქონიოთ სახლში გაბზარული და გატეხილი ჭურჭელი, გარდა იმისა, რომ ის შესაძლოა ნებისმიერ დროს შემოგატყდეთ ხელში, ბზარებში ბაქტერიები იბუდებს და ეს ნამდვილად არაჰიგიენურია. გადაყარეთ გატეხილი და გაბზარული ჭურჭელი და შეიძინეთ ახალი.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ლოგინის თეთრეული, არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული აბრეშუმი და სხვა მოდელები გქონდეთ, უბრალოდ, ეცადეთ, თეთრეული იყოს ბუნებრივი ქსოვილის, ეს აუცილებელია კომფორტული ძილისთვის და სიმყუდროვისთვის, სასწრაფოდ გადაყარეთ ხელოვნური სინთეტიკის ყველა კომპლექტი.
ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს ტექსტილს, მოიშორეთ თავიდან დალაქავებული ჩაის ტილოები და ქვაბის მიმწვარი ასაღებები, ეს ძალიან არაესთეტიკურია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები