სარეცხის რეცხვასთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებიც აზიანებს სარეცხ მანქანას


სამწუხაროდ, ეს ჩვევები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც ტანსაცმელს, ისე სარეცხის მანქანას.
ტანსაცმლის მოვლისა და რეცხვის ექსპერტებმა რამდენიმე რჩევა გაგვიზიარეს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ დღესვე დაიწყოთ ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება.

სარეცხი მანქანის პრობლემების ნიშნების იგნორირება


სარეცხი მანქანა აუცილებელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, თუმცა ხშრად მას სათანადოდ არ ვექცევით, სანამ  მუშაობას არ შეწყვეტს. თუ რეცხვის დროს უცნაურ ხმას გაიგებთ სარეცხის მანქანიდან, ან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ ან რეზინში ობს შენიშნავთ, არ დატოვოთ რეაქციის გარეშე.

ერთი და იგივე ტემპერატურა

სარეცხი მანქანაში ტემპერატურის დაყენება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რისი
გარეცხვას აპირებთ. როგორც წესი, პირსახოცები და თეთრეული გარეცხეთ თბილ ან ცხელ წყალში, ხოლო ბამბა და შალი უნდა გაირეცხოს დაბალ ტემპერატურაზე, რათა არ დაზიანდეს ქსოვილი და შეინარჩუნოს მისი ფორმა. გარდა ამისა, ტემპერატურული რეჟიმის შეცვლა დაიცავს ტანსაცმელს ნაადრევი გახუნებისგან.

დიდი რაოდენობით ფხვნილის გამოყენება

სარეცხი საშუალებების გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ადამიანები უშვებენ რეცხვისას. პრობლემა ის არის, რომ ჩვენს თავში ყველაზე ხშირად მოქმედებს პრინციპი "რაც მეტი გელი/ფხვნილი, მით უკეთესი", რადგან გვეჩვენება, რომ ეს მიდგომა ყველაზე ლოგიკურია ლაქების მოსაშორებლად. სინამდვილეში,პირიქითაა, ზედმეტი სარეცხი ფხვნილი დიდი ალბათობით დარჩება თქვენს ტანსაცმელზე.


ნივთების ჩატვირთვა მანქანაში ჯიბეების შემოწმების გარეშე

გარეცხვის წინ ჯიბეების შეუმოწმებლობამ შეიძლება სარეცხი მანქანის გამდინარე სისტემის გაჭედვა გამოიწვიოს. გარდა ამისა, როდესაც დოლურა ბრუნავს, ლითონის ობიექტმა შეიძლება მანქანის წინა ჩატვირთვის მინა გატეხოს ან დააზიანოს თავად დოლურა.

სარეცხის მანქანის გადატვირთვა

ხშირად ვცდილობთ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი რამ ჩავტვირთოთ სარეცხის მანქანის დოლურაში, რათა უფრო სწრაფად დავასრულოთ რეცხვა, მაგრამ გახსოვდეთ, მანქანის გადატვირთვა ამცირებს რეცხვის ეფექტურობის დონეს. ასევე გადატვირთვა გამოიწვევს დამატებით მექანიკურ ზეწოლას აღჭურვილობაზე და შესაბამისად, მანქანის მომსახურების ხანგრძლივობას შეამცირებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები