ცხიმი სამზარეულოს მუდმივი ბინადარია. თუ სამზარეულოს ავეჯზე ძველი ცხიმიანი ლაქები აღმოაჩინეთ, არ იდარდოთ, გამოსავალი არსებობს.
სპირტის შემცველი საშუალებები
თუ 2020 წლამდე ყველას არ ჰქონდა ეთილის სპირტი სახლში, პანდემიის შემდეგ სპირტიანი ანტისეპტიკები ყველა ოჯახში მოიძებნება. სპირტის ხსნარი ცოტა ხნით უნდა გააჩეროთ ლაქაზე, შემდეგ კი მოაშოროთ მიკროფიბრით.
ძმარი
შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და წყალი ერთი ერთზე თანაფარდობით. უმჯობესია იმუშაოთ ღრუბლით ისე, თითქოს გინდათ ქაფის შექმნა (რაც რეალურად არ გსურთ), მაგრამ ეს საუკეთესო გზაა იმის ასახსნელად, თუ როგორ უნდა მოიხმაროთ ღრუბელი ამ შემთხვევაში. არ
დაგავიწყდეთ ხელთათმანების გაკეთება.
ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ლიმონის მჟავა
ცხიმის მოცილების საუკეთესო ვარიანტია ჭურჭლის სარეცხი საშუალების და ლიმონმჟავის დუეტი. აიღეთ ლიტრი წყალი ონკანიდან, ცხელი (ეს მნიშვნელოვანია!), ჩაყარეთ სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა და დაუამატეთ სამი წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჩაასხით სპრეის ბოთლში, მიასხურეთ ლაქებს (ქაფი იქნება) და გააჩერეთ ნახევარი საათი. შედეგი გაგაოცებთ.
მინის საწმენდი საშუალება
ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს ახალ ლაქებზე. შუშის საწმენდებში შემავალი რეაგენტები ჯადოსნურად აშორებენ ცხიმის ლაქებს.
სოდა
სოდა ყველა სამზარეულოში მოიპოვება, ის საუკეთესოდ დაგვეხმარება ფილებზე ძველი ცხიმოვანი ლაქების მოსაშორებალდ. 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით ოთხი სუფრის კოვზი საცხობი სოდა, აიღეთ ღრუბელი და წაუსვით ხსნარი ლაქას. ჩამჯდარ ლაქაზე შეგიძლიათ მშრალი სოდაც დაატანოთ.