როგორ გამოვცვალოთ ლოგინის თეთრეული რამდენიმე წამში


თუ თეთრეულის გამოცვლა თქვენთვის დამღლელი და მტანჯველი პროცესია გამოიყენეთ ეს მეთოდი.
ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც უყვარს თეთრეულის გამოცვლა. ამასთან, ექსპერტები თეთრეულის რეცხვას ყოველ 7-10 დღეში ერთხელ გვირჩევენ. გარდა ამისა, სხვა ზომებიც უნდა იქნას დაცული საწოლის ჰიგიენის შესანარჩუნებლად.

ლაიფსტაილის გურუმ გამომგონებლური ტექნიკა შემოგვთავაზა ვიდეოში, რომელსაც 8,4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და რომელი ტიკ-ტოკზე ვირუსულად გავრცელდა.

ქალი ვიდეოში გვიჩვენებს, თუ როგორ ცვლის თეთრეულს.
ხუთსაფეხურიანი ტექნიკა გამორიცხავს გადაკვარს, გაჭიმვას და რეგულირებას, რაც დაკავშირებულია თეთრეულის გ
ამოცვლასთან. და ეს მოქმედება შეიძლება დასრულდეს რამდენიმე წამში, რაც ამ არც თუ ისე სასიამოვნო პროცესს ძალიან სწრაფად დაასრულებს.
მაშ ასე :
პირველი საფეხური გახლავთ ამოტრიალებული საბნის პირის ორსაწოლიან მატრასზე სწორად განთავსება ისე, რომ გასახსნელი ფეხებისკენ იყოს მიმრთული.

ამის შემდეგ მასზე უნდა მოათავსოთ საბანი ისე, რომ ოთხივე კუთხე ემთხვეოდეს კუთხეს.
საბანი და ზეწარი მილივით უნდა დაახვიოთ, დაწყებული საწოლის თავიდან და საწოლის ბოლომდე.
საბნის პირის გახსნილი მხარე ყოველი გადატრალებისას იკეცება, და საბანი იშლება.

მოქმედება უნდა განმეორდეს საბნის კუთხეების შუა ნაწილის გადაბრუნებამდე.
შემდეგ საბანი უნდა გაშალოთ და შეანჯღრიოთ. იდეალური შედეგი გარანტირებულია.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები