დროთა განმავლობაში ჩვენი ვერცხლის ნივთები კარგავენ პირვანდელ სახეს და პეწს. ვერცხლი იბურება და ისეთი ლამაზი აღარ არის, როგორც თავდაპირველად. ვერცხლის მარტივად და სწრაფად გაწმენდის ძალიან ეფექტური წესი არსებობს. ერთად მოუყარეთ თავი თქვენს ვერცხლეულს და შეუდექით საქმეს. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
10 გრ mმარილი
10 მლ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
10 გრამი სოდა
500 მლ წყალი
ყველა კომპონენტი აურიეთ, ჩაასხით ქვაბში და იქვე მოათავსეთ ვერცხლი. დადგით ცეცხლზე. ნახევარსაათიანი დუღილის შემდეგ, ყოველგვარი მექანიკური ძალისხმევის გარეშე გასუფთავდება ჭუჭყის, სიშავისა და ნადებისგან.
კომენტარები