სახლის დასუფთავების ინოვაციურმა მეთოდებმა იქამდე მიაღწია, რომ ჭერის გასაწმენდად არც სკამი გჭირდებათ და არც კიბე. ჭერი კი ის ადგილია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუაროთ გვერდი სახლის დასუფთავების დროს - სწორედ ჭერზე გროვდება ყველაზე მეტი მტვერი, ობობების ქსელი და მიკრობები.
რა არის ახალი გამოსავალი? ჩვეულებრივი საღებავების როლერი, რომელსაც მსუბუქად დაასველებთ საპნიანი წყლით.
საღებავის როლერის საფარის შთანმთქმელი მასალა დაგეხმარებათ უპრობლემოდ მოაცილოთ მტვერი და ჭუჭყი. თუ მაღაზიაში შეძენილ ქიმიკატებს არ ენდობით, თავად მოამზადეთ ნარევი. ერთი ჭიქა თბილ წყალს ორი სუფრის კოვზი თეთრი
ძმარი და ოთხი წვეთი თხევადი ჭურჭლის სარეცხი საშუალება შეურიეთ, ჩაასხით ბოთლში და მსუბუქად შეასხურეთ ხელნაკეთი ხსნარი ჭერზე, ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით წვეთი თვალში არ მოგხვდეთ. შემდეგ უბრალოდ გადაატარეთ საღებავის როლერი ჭერზე, რათა გაასუფთავოთ ზედაპირი.
ჭერის დასუფთავების ეს მეთოდი არა მხოლოდ უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა, არამედ ეკოლოგიურად სუფთაც. მრავალნაირი ერთჯერადი ტილოს გარეშე, მხოლოდ როლერის გამოყენებით შეძლებთ ჭერის დასუფთავებას მარტივად და რაც მთავარია, ძალიან ეფექტურად.