რამდენად მავნებელია ჭიანჭველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
მსოფლიოში ჭიანჭველების 12000-ზე მეტი სახეობაა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანისთვის უვნებელია.
თუმცა, ჭიანჭველები შესაძლოა დაავადების ან ინფექციის პოტენციური მატარებლები იყვნენ. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და რესპირატორული ალერგია.
რა იზიდავს ჭიანჭველებს სახლში და როგორ მოვიშოროთ ისინი?
ჯერ უნდა დაადგინოთ, რა იზიდავს ჭიანჭველებს თქვენს სახლში. ეს შესაძლოა იყოს თაფლის წვეთი ან ჭუჭყიანი კოვზი ნიჟარაში. ყოველთვის არის წყარო. შეამოწმეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება მოიზიდოს თქვენს სახლში ჭიანჭველები.
ჭიანჭველები ეძებენ საკვებს ფერომონების გამოყენებით. ეს ფერომონები ტოვებენ კვალს, რომელსაც სხვა ჭიანჭველები
თუ გადაწყვეტთ ქიმიკატების ან ტოქსინების გამოყენებას მწერების წინააღმდეგ, აირჩიეთ პროდუქტი ბორის მჟავით და ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები (ზოგიერთი ნივთიერება შეიძლება საშიში იყოს შინაური ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვის).
ხალხური საშუალებები ჭიანჭველების წინააღმდეგ
შემოგთავაზებთ რამოდენიმე ყველაზე ეფექტურ გზას ჭიანჭველების მოსაგერიებლად.
დაფქული შავი ან წითელი წიწაკა
შავი ან წითელი წიწაკა ჭიანჭველების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ფაქტია, რომ მწერებს უკიდურესად აღიზიანებს მისი სუნი.
პიტნა
პიტნა შესანიშნავი საშუალებაა ჭიანჭველების და სხვა მწერების მოსაგერებლად, მაგალიტად კოღოების. აი, როგორ გამოვიყენოთ პიტნის ეთერზეთი:
1. შეურიეთ 10- 20 წვეთი პიტნის ეთერზეთი ორ ჭიქა წყალს და ჩაასხით პლასტმასის სპრეის ბოთლში.
2. შეასხურეთ ნარევი პლინტისებს და ფანჯრების მიმდებარედ.
3. გააშრეთ და საჭიროებისამებრ გაიმეორეთ იგივე მოქმედება.
პიტნის ზეთი შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
შუშის გამწმენდი და თხევადი სარეცხი საშუალება
ჭიანჭველები ტოვებენ ფერომონის კვალს, რომელიც მოქმედებს როგორც რუკა. შუშის გამწმენდისა და თხევადი სარეცხი საშუალებების გამოყენების მეთოდი ხელს შეუშლის ჭიანჭველების თქვენს სახლში ხელახლა შეღწევას.
აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:
შეურიეთ შუშის საწმენდი და ჭურჭლის ხევადი სარეცხი საშუალება და ჩაასხით ნარევი სპრეის ბოთლში
შეასხურეთ ადგილებში, საიდანაც ჭიანჭველები შემოდიან სახლში.
თეთრი ძმარი
თეთრი ძმარი იაფი და ეფექტური საშუალებაა ჭიანჭველების დასახოცად და მოსაგერიებლად. მყარი ზედაპირების გასაწმენდად, მათ შორის იატაკისა და საპირფარეშოების ჩათვლით, გამოიყენეთ 1:1 ძმრისა და წყლის ნარევი იმ ადგილებში, სადაც ჭსავარაუდოდ იანჭველები ბუდობენ.
სიმინდის სახამებელი
სიმინდის სახამებელი, დაგეხმარებათ სწრაფად მოიცილოთ დიდი რაოდენობით ჭიანჭველები. არსებობს სიმინდის სახამებლის გამოყენების ორი განსხვავებული გზა:
მეთოდი პირველი: ჭიანჭველებს უხვად დააყარეთ სიმინდის სახამებელი და ზემოდან წყალი დაასხით.
მეთოდი მეორე: დააყარეთ ჭიანჭველებ სიმინდის სახამებელი და შემდეგ გაასუფთავეთ მტვერსასრუტით.
ყავის ნალექი
როგორც ირკვევა, მოხარშული ყავის ნალექი ჭიანჭველებსაც აფრთხობს. სცადეთ, ახლად მოხარშული ყავის ნალექი დატოვეთ ისეთ ადგილებში, სადაც ჭიანჭველები იკრიბებიან, მაგალითად, შინაური ცხოველების თასებთან ახლოს.
ფანჯრის რაფებზე. გაშრობის შემდეგ ის დაკარგავს თავის მაგიურ თვისებებს, ამიტომ შეცვალეთ უფრო ხშირად.
ლიმონი
ლიმონის წვენი ეფექტურად გმოიყენება ჭიანჭველების მოსაგერიებლად, რითაც მოიცილებთ ფერომონის ბილიკებს.
შეგიძლიათ ლიმონის ცედრა მოათავსოთ კარადაშიც.
ჭიანჭველებს იზიდავს საკვების ნამცეცები. ამიტომ ჭუჭყიანი ჭურჭელი მოაშორეთ სუფრიდან.
დალუქეთ ყველა ნაპრალი კარებსა და ფანჯრებში.
დამალეთ ტკბილეული. შეინახეთ საკვები, განსაკუთრებით თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი და შაქარი, ჰერმეტულ კონტეინერებში, მჭიდროდ გახვეულ ფოლგაში ან პლასტმასის შესაფუთში.
რეგულარულად დაასუფთავეთ მაგიდა, იატაკი, კარადები, სადაც ნამცეცები ყველაზე მეტად გროვდება.
დარწმუნდით, რომ ნაგვის ურნები (განსაკუთრებით სამზარეულოში!) დახურულია და ნაგვის გატანის შემდეგ შეამოწმეთ ნარჩენები.
შეამოწმეთ თქვენი ოთახის მცენარეები მწერების ბუდეებზე, შესაძლოა ნიადაგის ქვეშ ბუდიობდნენ. თუ ასეა, მოაშორეთ ასეთი მცენარეები. იმისთვის, რომ თქვენს მცენარეებში ჭიანჭველები არ დასახლდნენ, დაფარეთ მიწა ციტრუსის ქერქით - ლიმონით ან ფორთოხლით.
გაასუფთავეთ ეზო.
ჭიანჭველებს იზიდავთ ტკბილი და სახამებლიანი საკვები, როგორიცაა შაქარი, თაფლი და სიმინდის ფქვილი. ამიტომ, ჭიანჭველების მოსაგერიებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დარწმუნდეთ, რომ არ არსებობს მათთვის ადვილად მისაწვდომი საკვების წყაროები, კარგად დაათვალიერეთ
სამზარეულოში მდგომი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დივნის ბალიშებში;
ნაგვის ურნა, ადგილები, სადაც ჩვეულებრივ ჭამთ ან ამზადებთ საჭმელს.
შინაური ცხოველების საკვებს ასევე შეუძლია ჭიანჭველების მოზიდვა. შეამოწმეთ საკვების თასები, რეგულარულად გარეცხეთ ისინი საკვების სუნის მოსაშორებლად.
თუ ჭიანჭველების მცირე ჯგუფი გადაიქცა მთელ ჯარად, და თქვენ უკვე სცადეთ ყველაფერი, მაშინ შეიძლება დამოუკიდებლად ვერ შეძლოთ მათი მოშორება. უმჯობესია დაურეკოთ პროფესიონალს თქვენი სახლის შესამოწმებლად. ისინი შეძლებენ ჭიანჭველების ტიპის ამოცნობას და მათ სწორად განადგურებას.