7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი ბოლომდე ჰიგიენური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის


თქვენ რეგულარულად ასუფთავებთ, ინარჩუნებთ სისუფთავეს და წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ ერთი შეხედვით ყველაზე უვნებელი ჩვევები და ნივთები შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობისთვის. შეამოწმეთ, არსებობს თუ არა ეს სახიფათო "ნიშნები" თქვენს სახლში.

ნესტი
 

არც ერთ ბინაში არის ჰაერი ბოლომდე მშრალი - ის ტენიანდება, როდესაც ვიღებთ შხაპს, ვამზადებთ საკვებს და უბრალოდ ვსუნთქავთ. მაგრამ გადაჭარბებულმა ტენიანობამ შეიძლება ობის სოკოების ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს. სოკოს სპორები, რომელიც სხეულში სასუნთქი გზებით ხვდება, შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა და ზოგიერთ შემთხვევაში კანის უსიამოვნო
რეაქციები.

ვენტილაცია

გაიხსენეთ ბოლოს როდის ჩაიხედეთ სავენტილაციო ხვრელებში. არადა, ამ ადგილში ტონობით მტვერი გროვდება. იგივე ეხება კონდიციონერებში არსებულ ჰაერსადენებს. თუ აღჭურვილობა არ გაიწმინდება, ის შეიძლება გადაიქცეს ინფექციის გამრავლების წყაროდ - ბაქტერიები, ვირუსები, სოკოს სპორები - იდეალურად გრძნობს თავს ტენიან და თბილ გარემოში, ზოგიერთმა მიკროორგანიზმმა, მაგალითად, ლეგიონელას გვარის ბაქტერიებმა, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე პნევმონია, რომელიც შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულდეს.

სახიფათო საწმენდი პროდუქტები


იაფი არ ნიშნავს კარგს. საეჭვო შემადგენლობის შეუმოწმებელი საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შეძენით რისკავთ ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ასთმა, ალერგია და კიბოც კი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სპრეის და არომიზატორების მიმართ. შესხურებისას მათი შიგთავსი მარტივად ხვდება სასუნთქ გზებში და ორგანიზმი საშიში ტოქსინებით იწამლება.

მტვერი

კვირაში ერთხელ სველი წმენდა საკმარისი არ არის. მტვერი ძლიერი ალერგენია. მეცნიერთა აზრით, სახლის მტვერი შედგება 35% მინერალური ნაწილაკისგან, 12% ტექსტილისა და ქაღალდის ბოჭკოებისგან, 19% კანის უჯრედებისგან, 7% მტვრისგან და 3% ჭვარტლისა და ნამწვის ნაწილაკებისგან. დარჩენილი 24%-ის წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა.

გამოსაცვლელი თეთრეული

თეთრეულში გროვდება ვირუსები, ობის სპორები, ბაქტერიები და სხვა პათოგენები. ნესტიანი საწოლი იდეალური გარემოა მიკროსკოპული მტვრის ტკიპებისთვის, რომელთა ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები, გააღიზიანოს ლორწოვანი გარსები და დათრგუნოს იმუნური სისტემა.
შეცვალეთ თეთრეული რაც შეიძლება ხშირად - კვირაში ერთხელ მაინც თბილ სეზონზე და თვეში 2-ჯერ ცივ სეზონზე. რეკომენდებულია ბამბის გარეცხვა მინიმუმ 50 გრადუს ტემპერატურაზე - ცხელი წყალი დაგიცავთ ტკიპებისა და ბაქტერიებისგან. არ დაიზაროთ თეთრეულის დაუთოება.

მტვერი ავეჯის ქვეშ და უკან

რეგულარულად წმენდთ იატაკს მტვერსასრუტით? ეს მისასალმებელია, მაგრამ თუ ავეჯის ქვეშ და უკან არ დაასუფთავებთ ეფექტი დაიკარგება. შეეცადეთ შეამოწმოთ და დაასუფთავეთ საწოლის თავის ან კარადის უკან არსებული სივრცეც.


შინაური ცხოველები საწოლში 



 საგულდაგულოდ მოვლის შემთხვევაშიც კი ცხოველს ადამიანის საწოლში შეაქვს ის ჭუჭყი და მიკროორგანიზმები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ, გირჩევთ და ასევე გაფრთხილებთ, რომ შინაური ცხოველი თქვნთან ერთად საწოლში არასდროს დააძინოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები