ნუ გადაყრით ნივრის ნაფცქვენს - მისგან შესანიშნავი რამ მზადდება


ყველა დიასახლისს სჭირდება ნიორი კერძის მოსამზადებლად. ნივრის ნაფცქვენებს, როგორც წესი, ნაგვის ურნაში ვყრით. არადა, შეიძლება გამოგადგეთ.
შემდეგ ჯერზე, როცა ნივრით კერძს მოამზადებთ, ნუ იჩქარებთ ნაფცქვენების გადაყრას, მისგან შეგიძლიათ შესანიშნავი სანელებლის გაკეთება: სურნელოვანის და ჯანსაღის. თან, სრულიად უფასოდ. მით უმეტეს, რომ არც რთული მოსამზადებელია და არც დიდი დრო სჭირდება.

დაიწყეთ ჩვევით, რომ გარჩევის შემდეგ ნივრის ნაფცქვენი მოათავსოთ ცალკე ქილაში ან კონტეინერში. როგორც კი კონტეინერი გაივსება, შეგიძლიათ დაიწყოთ გემრიელი სუნელის მომზადება.
ნივრის ნაფცქვენი ჯერ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ გადაიტანეთ სუფთა ჩაის ტილოზე და კარგად
გააშრეთ.

შემდეგი ეტაპი გახლავთ საცხობი ფირფიტა და ღუმელი მინიმალურ ტემპერატურაზე. გამოაშრეთ, სანამ ქერქები არ გაყავისფრდება.
მიღებული "ფურცლები" დაფქვით ბლენდერში ან ყავის საფქვავში და თქვენი სუნელი მზად არის! შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძისთვის პიკანტური არომატის მისანიჭებლად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები