როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან სისხლის ლაქა - ყველაზე ეფექტური მეთოდები


ეს სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ სწრაფად და ეფექტურად მოაშოროთ ქსოვილს სისხლის ლაქა, როგორც ახალი, ასევე მშრალი.
ტანსაცმლიდან, იქნება ეს თეთრი ბლუზი, ლურჯი ჯინსები თუ მუქი ფერის კაბა და ა.შ.  სისხლისლაქის მოსაშორებლად ერთი და იგივე მეთოდი მუშაობს. დაიწყეთ იმით, რომ შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ არ დააზიანებთ ქსოვილს. ყოველთვის გამოიყენეთ მოვლის ინსტრუქციები, მათეთრებელი ყოველთვის სასურველი მეთოდი არ არის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაური მეთოდები, მაგალითად ძმარი, საცხობი სოდა ან კბილის პასტა. 


როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს სისხლის ლაქები

როგორც ნებისმიერი ლაქის შემთხვევაში, ბევრად
ადვილია ახალი ლაქის ამოღება. როგორც კი ტანსაცმელზე სისხლის ლაქებს შეამჩნევთ, გაემართეთ აბაზანისკენ და შეუდგეთ საქმეს, რაც შეიძლება სწრაფად დაასველეთ ლაქა ცივ წყალში. თუ ლაქა ახალია, შეუშვირეთ გამდინარე ცივ წყალს. ამორეცხეთ ახალი ლაქა ბამბის დისკით, რომელსაც დაასველებთ წყალბადის ზეჟანგში ან შეაზილეთ საპონი, შემდეგ კი ხელით ამორეცხეთ ცივ წყალში.
წაუსვით ქსოვილს ლაქების ამომყვანი თხევადი საშუალება და გარეცხეთ ტანსაცმელი თბილ წყალში.
არ გააშროთ ტანსაცმელი მანამ, სანამ ლაქა მთლიანად არ გაქრება.

თუ ლაქა ძველია და კარგად ჩამჯდარი, დაგჭირდებათ ძლიერი საშუალება. წინასწარ დაასველეთ ტანსაცმელი ცივი წყლისა და სარეცხის საპნის ან ლაქების ამომყვანის ნაზავში. შემდეგ გარეცხეთ ნივთი საგულდაგულოდ
თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, შეურიეთ 1 ლიტრ წყალს 1 ჩაის კოვზ სარეცხ ფხვნილს და 1 სუფრის კოვზ ამიაკს და ჩაალბეთ ლაქიანი ადგილი და აცადეთ, რომ კარგად გაუჟღინთოს. ამას შესაძლოა რამდენიმე საათი დასჭირდეს, ეს დამოკიდებულია დალაქავების ხარისხზე. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი საგულდაგულოდ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები