ეს რჩევები ყველა დიასახლისმა უნდა გაითვალისწინოს - ტანსაცმლის მოვლისა და რეცხვის ექსპერტების რეკომენდაციები

არსებობს ერთი შეხედვით წვრილმანი  ნიუანსები, რომლებიც რეალურად პრობლემებს გვიქმნის და ზიანს აყენებეს როგორც სამოსს, ისე სარეცხის მანქანას.
ტანსაცმლის მოვლისა და რეცხვის ექსპერტებმა გააზიარეს რამდენიმე რჩევა, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება. დიახ, ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს და ყოველდღიური პრობლემა ბევრად ნაკლები იქნება. ვაღიაროთ, რომ სარეცხის მანქანა აუცილებელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა ყველა ოჯახისთვის, თუმცა ხშრად მას სათანადოდ არ ვექცევით ხოლმე, სანამ მანქანა არ შეწყვეტს მუშაობას. თუ რეცხვის დროს უცნაურ ხმას გაიგებთ სარეცხის მანქანიდან, ან უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, ან რეზინში ობს შენიშნავთ, არ იფიქროთ, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა.

ხშირი შეცდომა რეცხვის ტემპერატურის გაუთვალისწინებლობაა, არადა, სარეცხ მანქანაში ტემპერატურის დაყენება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რის გარეცხვას აპირებთ. როგორც წესი, პირსახოცები და თეთრეული გარეცხეთ თბილ ან ცხელ წყალში, ხოლო ბამბა და შალი უნდა გაირეცხოს დაბალ ტემპერატურაზე, რათა არ დაზიანდეს ქსოვილი და შეინარჩუნოს მისი ფორმა. გარდა ამისა, ტემპერატურული რეჟიმის შეცვლა დაიცავს ტანსაცმელს ნაადრევი გახუნებისგან.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა კი სარეცხ ფხვნილსა თუ სითხეს უკავშირდება. 
სარეცხი საშუალებების გადაჭარბებული გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ადამიანები უშვებენ რეცხვისას. პრობლემა ის არის, რომ ჩვენს თავში ყველაზე ხშირად მოქმედებს პრინციპი, რაც მეტია გელი/ფხვნილი, მით უკეთ ირეცხება ჩვენი სარეცხი, რადგან გვეჩვენება, რომ ეს მიდგომა ყველაზე ლოგიკურია ლაქების მოსაშორებლად. სინამდვილეში პირიქითაა, ზედმეტი სარეცხი ფხვნილი დიდი ალბათობით დარჩება თქვენს ტანსაცმელზე და ქსოვილსაც გააფუჭებს და შესაძლოა კანის ალერგიაც კი გამოიწვიოს.

ასევე კარგად შეუმოწმეთ სამოსს ჯიბეები, არ გირჩევთ ამ რჩევის იგნორირებას, გარეცხვის წინ ჯიბეების შეუმოწმებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სარეცხი მანქანის გამდინარე სისტემის გაჭედვა და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ყველაფერი, მონეტებიდან დაწყებული ქაღალდით დამთავრებული. გარდა ამისა, როდესაც დოლურა ბრუნავს, ლითონის ობიექტს აქვს კარგი შანსი, გატეხოს მანქანის წინა ჩატვირთვის მინა ან დააზიანოს თავად დოლურა.
და ბოლოს, ხშირად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სარეცხი შევყაროთ მანქანის დოლურაში, რათა უფრო სწრაფად დავასრულოთ რეცხვა, მაგრამ გახსოვდეთ, მანქანის გადატვირთვა ამცირებს რეცხვის ეფექტურობის დონეს. ასევე გადატვირთვა გამოიწვევს დამატებით მექანიკურ ზეწოლას აღჭურვილობაზე და შესაბამისად, შეამცირებს მანქანის მომსახურების ხანგრძლივობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები