"შესაძლოა, აკეთებთ იმას, რაც ხელს უშლის ეფექტურად დალაგებას" - რა არ უნდა გააკეთოთ სახლის დალაგების დროს


შესაძლოა სახლის ეფექტურად დალაგება ამ ჩვევების გამო არ გამოგდით
თუ თვლით, რომ სახლის დალაგების პროცესი რეგულარულად ჭიანურდება და თქვენი სახლი სწრაფად ბინძურდება, შესაძლოა აკეთებთ იმას, რაც ხელს უშლის ეფექტურად დალაგებას. მოდით ვნახოთ, რაზეა საუბარი და რა უნდა გაითვალისწინოთ სახლის დალაგების დროს.

დიდი შეცდომაა სახლის დალაგების დროს ყველა ზედაპირისთვის ერთი და იგივე ქსოვილის გამოყენება. ეს მიკრობების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა, ამიტომ სჯობს სამზარეულო, აბაზანა და ოთახები სხვადასხვა ტილოებით და ღრუბლებით გაწმინდოთ და შემდეგ ეს ტილოები ან გადაყაროთ ან საგულდაგულოდ გარეცხოთ
სარეცხის მანქანაში.

მოდელის მიუხედავად, მტვერსასრუტი საჭიროებს რეგულარულ წმენდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბაქტერიების და ობის მატარებელი და შესაბამისად, გადამტანი ხდება. მოხმარების შემდეგ კარგად გაწმინდეთ კორპუსის შიდა ნაწილები და აუცილებლად გაასუფთავეთ ფილტრი.

კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული შეცდომა საწმენდი პროდუქტის პირდაპირ ჭუჭყიან ზედაპირზე შესხურება. ასე თქვენ არა მხოლოდ ზედმეტად ბევრ გელს ან სპრეს იყენებთ, არამედ საბოლოო შედეგსაც ვერ იღებთ დამაკმაყოფილებელს. უმჯობესია პროდუქტი ღრუბელზე ან ხელსახოციზე დაიტანოთ და ისე გაწმინდოთ ზედაპირი.

დალაგების და წმენდის დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ რომელი ქსოვილით დაამუშავებთ ზედაპირს. ყველა ზედაპირს ერთი ქსოვილი რომ არ უხდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ქსოვილის მასალა ნამდვილად მოქმედებს დასუფთავების ეფექტურობაზე. დღეს ბევრი სხვადასხვა სახის ტილო და ღრუბელი არსებობს სხვადასხვა დანიშნულებისთვის: ფანჯრების, სამზარეულოს ზედაპირების, ფილების გასაწმენდად და ა.შ. უმჯობესია გამოიყენოთ ტილოები დანიშნულებისამებრ.

და ბოლოს, ბევრჯერ გვგონია, რომ რაც უფრო ცხელი წყლით მოვწმენდთ იატაკს მით კარგად მოვაშორებთ ჭუჭყს. ეს ასე არ არის. ზედმეტად თბილი წყალი სწრაფად ორთქლდება, ტოვებს ჭუჭყსა და ლაქებს იატაკზე. გარდა ამისა, თავად ცხელ წყალს შეუძლია დააზიანოს ფილები ან ლამინატი, ამიტომ დასუფთავებისას უმჯობესია გამოიყენოთ გრილი წყალი.

კომენტარის დამატება