თითოეულ ჩვენგანს აქვს ბინის მოწესრიგების საკუთარი გზა. ზოგი მკაცრ წესებს იცავს, ყოველდღიურად აპრიალებს ბინას, ზოგი კი სახლში სისუფთავეს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. არსებობს დასუფთავების კიდევ ერთი გზა - გაუმკლავდეთ მხოლოდ იმ ჭუჭყს და არეულობას, რომლებიც აშკარად ჩანს.
მას ჰოლივუდური დასუფთავება ჰქვია. რატომ "ჰოლივუდური"? ეს სახელი, დალაგების ამ მეთოდს იმიტომ დაარქვეს, რომ ასე დალაგება საკმაოდ ზედაპირულია, ანუ მისი არსი მხოლოდ ხილული არეულობის მოცილებაა. ასე რომ, კვირის განმავლობაში ვიღებთ მხოლოდ არეულ ნივთებს, რომელიც ყრია დივანზე ან სკამზე, ვწმენდთ სამზარეულოში არსებულ ზედაპირებს, ვრეცხავთ
ჭურჭელს, ვყრით გამოყენებული ბამბის ტამპონებს აბაზანიდან და ა.შ. თუ სამზარეულოს უჯრები ან კარადები არეულია, ამ პრობლემებს ერთი კვირის განმავლობაში არ მოვაგვარებთ
"ჰოლივუდური დალაგება" აშკარად ეფექტურია. ძალიან ცოტა დროს ხარჯავთ სახლის მოწესრიგებაში და შედეგად გაქვთ სუფთა და მოწესრიგებული სახლი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებისას არ იწვევს უარყოფით ემოციებს. მაგრამ მას აქვს მინუსებიც - ეს მხოლოდ გარეგანი ეფექტია, რომელიც არ არის საკმარისი სრული სისუფთავისთვის.
ამ მეთოდის მიმდევრები კვირაში ხუთი დღე ზედაპირულად ალაგებენ, შაბათ-კვირას კი სახლის გენერალურად ასუფთავებენ. ეს მოიცავს იატაკის, აბაზანისა და სამზარეულოს მოწყობილობების რეცხვას, მტვრის მოწმენდას, კარადების გაწმენდას, თეთრეულის და სხვა ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვას და სარკეების წმენდას. თუ თქვენ დასუფთავების ამ ორ მეთოდს ერთმანეთს დაუკავშირებთ, მაშინ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ყოველდღიური გადაღლილობა და თან შეინარჩუნოთ სახლი სუფთად.
უნდა ითქვას, რომ ჰოლივუდური მეთოდი სულაც არ არის ახალი. უმეტეს ჩვენგანს არ აქვს დრო სახლის ყოველდღიურად საფუძვლიანად დალაგებისთვის ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, უმეტესად ამ მეთოდს მივმართვათ.