როგორ უნდა დაალაგოთ სააბაზანო, რომ იდეალური სისუფთავე გქონდეთ


ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს სისუფთავესა და წესრიგზე. თუმცა, არსებობს ზოგადი ცნებები, რომლებსაც ყველა ვაღიარებთ და ვეთანხმებით.
მაგალითად, აბაზანის დასუფთავების პრინციპები, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სახლის ეს ზონა ყოველთვის და ზედმიწევნით სუფთა უნდა იყოს, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, თუ გავითვლისწინებთ ოჯახის წევრების მიერ მისი გამოყენების სიხშირეს. შესაბამისად, ეს ადგილი რეგულარულად ექვემდებარება საფუძვლიან დასუფთავებას. ახლა ალბათ, უნდა განვიხილოთ ის, თუ რას მოიცავს ეს "საფუძვლიანი" დასუფთავება. ექსპერტები ასახელებენ რამდენიმე პუნქტს:

პირსახოცების გამოცვლა
აბაზანის პირსახოცები ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს, რადგან მათზე ძალიან
ადვილად გროვდება მკვდარი კანის ფრაგმენტები, ოფლი და სხვადასხვა ბაქტერიები. ამიტომ, თუ არ გსურთ შეგაწუხოთ კანზე გამონაყარმა და სხვა უსიამოვნო დაავადებებმა, ნუ დაგეზარებათ პირსახოცების ყოველდღიურად რეცხვა.

აბაზანის ფარდა
ბევრს ავიწყდება აბაზანის ფარდის ფაქტორი, არადა ის ძალიან ადვილად ჭუჭყიანდება,  აქვს სუნი, ამიტომ აბაზანის ფარდა შხაპის მიღების შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა გაიშალოს, რომ ნაკეცები არ დარჩეს და კარგად გაშრობა მოახერხოს.

ონკანების გაწმენდა

ონკანი არის ნივთი, რომელიც ძალიან სწრაფად იფარება წყლის ნადებით, ამის თავიდან ასაცილებლად ის ყოველდღე უნდა გაწმინდოთ ღრუბლით და საწმენდი საშუალებით, შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცით ან ქსოვილით გაამშრალეთ.

სარეცხის მანქანის უჯრის გარეცხვა
თუ გსურთ თავიდან აიცილოთ გაქვავებული სარეცხი ფხვნილის ნადები სარეცხის მანქანაში, ფხვნილის უჯრა ყოველი რეცხვის შემდეგ კარგად უნდა გაასუფთაოთ. ამისთვის საკმარისია ამ დეტალის ცხელ წყალში გავლება და შემდეგ ტილოთი გამშრალება.

აბაზანის ღიად დატოვება
ყოველ ჯერზე, შხაპის მიღებისას ან ბანაობის შემდეგ, აბაზანის კარი ღია დატოვეთ. ამ გზით თქვენ შესანიშნავ პირობებს შექმნით ბუნებრივი ვენტილაციისთვის. შედეგად, თქვენს აბაზანაში ტენიანობა იქნება ზომიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეგაწუხებთ სოკო, ობი და უსიამოვნო სუნი.

კიდევ რა?

ყოველდღიურად გაწმინდეთ ნიჟარის სანიაღვრე თმებისა და სხვა ნარჩენებისგან. რომლებიც ჩვეულებრივ, ჭედავს ხოლმე კანალიზაციას.

გაწმინდეთ ქრომირებული ზედაპირი (ონკანების ჩათვლით) ლიმონმჟავით. დეზინფექცია გაუკეთეთ ტილოებსა და ღრუბლებს. მათზე ყოველდღიურად უამრავი ბაქტერია გროვდება. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი. გახსენით რამდენიმე ჩაის კოვზი მარილი პატარა კონტეინერში. დაასველეთ ღრუბლები ამ ხსნარში ყოველდღე.
გაწმინდეთ სარკის ზედაპირები.
გაასუფთავეთ სავენტილაციო ბადე. მასში ბევრი მტვერი და ჭუჭყი გროვდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები