ნივთები, რომელიც ყოველთვის ამობრუნებული უნდა გარეცხოთ - ეს ბევრმა არ იცის

ყველა ჩვენგანს სურს, ტანსაცმელი კარგ ფორმაში შეინარჩუნოს, გარეცხვის შემდეგაც ახალივით რომ გამოიყურებოდეს. ამისთვის კი გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი. სანამ ნივთებს სარეცხის მანქანაში მოათავსებთ, გირჩევთ, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ამოაბრუნოთ, ასე ვთქვათ, ცუდი პირით გარეცხოთ, რათა ქსოვილმა ფაქტურა შეინარჩუნოს. ამ წესს ექვემდებარება ტანსაცმლის რამდენიმე ტიპი.

მუქი ფერის სამოსი 

მუქი ფერის ტანსაცმელზე ძალიან ცუდად მოქმედებს სარეცხი ფხვნილის აგრესიული შემადგენლობა, რის გამოც ფერი ხუნდება. მაშინაც კი, თუ თქვენი სარეცხი საშუალება არის ნაზი, უმჯობესია მუქი ტანსაცმელი ამოატრილაოთ და ისე მოათავსოთ მანქანაში, რათა თავიდან აიცილოთ ფერის გახუნება. თუ
გარეცხილ ნივთებს ჰაერზე გააშრობთ, ასევე უნდა ეცადოთ, რომ მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

ივთები ნათელ ფერებში (და პრინტით)
ისევე, როგორც მუქმა ტანსაცმელმა, ღია ფერის ნივთმაც შეიძლება სწრაფად დაკარგოს სიკაშკაშე. ამობრუნებული რეცხვა, დაბალ ტემპერატურაზე გაშრობა და ცივი წყალი დაიცავს ღია ფერის ქსოვილსა და პრინტებს.

სავარჯიშო ტანსაცმელი

გასაკვირი არ არის, რომ თქვენს მჭიდროდ მორგებულ სპორტულ ტანსაცმელს ვარჯიშის შემდეგ უსიამოვნო სუნი ჰქონდეს. ოფლის სუნის სრულად გასანეიტრალებლად გარეცხვის წინ ამოაბრუნეთ შიგნიდან გარეთ ისე, რომ საპნიანმა წყალმა პირდაპირ იმოქმედოს ქსოვილის პრობლემურ ადგილებზე და არ გამორეცხოს თქვენი საყვარელი სპორტული შარვლის ფერი, ასე ფხვნილის ან სარეცხი სითხის აგრესიული შემადგენლობით გაანადგურებს ყველა მავნე ბაქტერიას, რაც ნიშნავს, რომ ოფლის სუნი გაქრება.

ნივთები ოფლის ლაქებით
თუ ოფლის სუნის მოცილება არც ისე პრობლემურია, მკლავებთან ლაქების არსებობის შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულია. ტანსაცმლის შიგნიდან გარეცხვა უკიდურესად აუცილებელია, თუ სტანდარტული რეცხვის შემდეგ შეამჩნევთ ხილულ ლაქებს ყველაზე ოფლიან ადგილებში.

დელიკატური ქსოვილები

გარდა იმისა, რომ დელიკატური ქსოვილების მწარმოებლები მკაცრად გირჩევენ ცივი წყლით რეცხვას და სპეციალური ბადისებრი ჩანთების გამოყენებას, რომლებიც დაიცავს დელიკატურ ქსოვილს სარეცხი მანქანის დოლურისგან, არ უნდა დაგვავიწყდეს მათი რეცხვის დროს ამოტრიალების აუცილებლობა. ასევე, არასოდეს მოათავსოთ ნივთები ელვაშესაკრავებით ან მძიმე დეკორაციებით დოლურაში დელიკატურ ქსოვილებთან ერთად, რომლებიც თეორიულად შეიძლება მოხვდეს აბრეშუმზე და გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.

საღამურები, საცვლები და წინდები

და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. გარეცხვის წინ წინდების, საღამურისა და საცვლების ამოტრიალება აუცილებელია თუ გსურთ, რომ კანის ყველა მკვდარი უჯრედი მთლიანად განადგურდეს ქიმიკატების მიერ და არ დარჩეს ნაკეცებში, ხოლო წყალში გახსნილი სარეცხი საშუალება ასუფთავებს ტანსაცმლის გარე მხარეს. ეს მიდგომა ასევე დაგეხმარებათ დაიცვათ დელიკატური ქსოვილები (როგორიცაა თხელი ბამბა) აქერცვლისაგან და თავიდან აიცილოთ დეკორატიული ელემენტების დაზიანება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები