როგორ შევინარჩუნოთ ტაფის უკრავი ზედაპირი დიდიხანს


საფარი, რომელიც არ იწვავს, საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება თანამედროვე ტაფამ შემოგვთავაზოს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიზრუნოთ მასზე სწორად, რათა ამ საფარმა თავისი ფუნქცია დიდხანს შერინარჩუნოს. 
მოგეხსენებათ, კარგი ტაფა სამზარეულოში არა მხოლოდ კომფორტული მოსახმარია, არამე უფრო ჯანსაღი საკვების მომზადების საშუალებს იძლევა იმით, რომ ამცირებს ან გამორიცხავს შეწვისთვის ზეთის დამატების აუცილებლობას. ასეთი ტაფების სწორად მოვლის შემთხვევაში საფარი არ ცვდება და საკვების ნარჩენები და ბაქტერიები, მიუხედავად საფარზე ნაზი ზემოქმედებისა, მთლიანად იშლება.


რა დაგჭირდებათ ამისთვის:
ჭურჭლის ნაზი სარეცხი საშუალება;
თბილი წყალი;
რბილი ღრუბელი;
დიდი მშრალი ტილო (ან
ქაღალდის პირსახოცები);
საცხობი სოდა (სურვილისამებრ)
პირველ რიგში, ტაფა მოხმარების შემდეგ უნდა გაცივდეს.
წაუსვით სარეცხი საშუალება ზედაპირზე და ნაზად შეაზილეთ ღრუბლის რბილი მხარით.
ტაფა კარგად გარცხეთ თბილი (!) წყლით, რომ საპნის ნარჩენები მოიცილოთ.

ჭურჭლის გაშრობა შეგიძლიათ ჰაერზე, ან შეგიძლიათ გაწმინდოთ ქაღალდის ხელსახოცებით.
როგორც ხედავთ, ტაფის რეცხვა საკმაოდ მარტივია, თუ დაიცავთ მარტივ ინსტრუქციებს. მაგალითად, ექსპერტები გვირჩევენ თავი ავარიდოთ ტაფების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვას, რადგან ხელით ხელით რეცხვა უფრო მართვადი პროცესია. გარდა ამისა, ასეთი საფარის მოვლისას თავიდან უნდა იქნას აცილებული აბრაზიული სარეცხი საშუალებები და ლითონის ღრუბლები - ისინი აუცილებლად დატოვებენ კვალს ზედაპირზე და ართმევენ ტაფას უნიკალურ თვისებებს, რითიც ფასდება ეს ჭურჭელი.

კომენტარის დამატება