ნივთები, რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ სარეცხის მანქანაში გარეცხოთ


უმეტესობა ჩვენგანი მიჩვეულია სარეცხ მანქანაში სტანდარტული ნივთების, რეცხვას, როგორებიცაა შარვლები და მაისურები, თუმცა, მაგალითად ხალიჩის ან რბილ სათამაშოების გარეცხვა სარეცხის მანქანაში მიღებული არ არის, არადა, სინამდვილეში სარეცხი მანქანა ასეთი ნივთებისთვისაც არის შექმნილი.

ბალიში

ბალიშები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, ბალიშიც აგროვებს ბაქტერიების უზარმაზარ რაოდენობას, ამიტომ რეკომენდირებულია მათი რეცხვა ექვს თვეში ერთხელ მაინც, იდეალურ შემთხვევაში სამ თვეში ერთხელ. ასეთი მიზნებისათვის უმჯობესია გამოიყენოთ წინა დატვირთვის სარეცხი მანქანა.

ბალიშის პირი

ბალიშებზე მეტად კი მისი პირი ბინძურდება. ბაქტერიებისა და ობის გარდა, მასში გროვდება ცხიმი,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს აკნე სახეზე და ფორების დახშობა თავის კანზე. გარეცხვის შემდეგ ბალიშის პირი აუცილებლად გააშრეთ საშრობზე.

ზურგჩანთა


სანამ ზურგჩანთით მანქანაში ატვირთავთ, წაიკითხეთ ინსტრუქცია. ყველა მანქანას არ შეუძლია ზურგჩანთების რეცხვა, მაგრამ თუ თქვენი მანქანა ამის საშუალებას იძლევა, არ დაგავიწყდეთ ჯიბეების და თავად ჩანთის გადატრიალება და ასევე შეკარით ყველა ჯაჭვი და საკეტი, რომელიც შეიძლება გაიჭედოს დოლურაში.

სპორტული ინვენტარი

იდაყვის და მუხლის ბალიშები საჭიროებს საფუძვლიან გაწმენდას და სარეცხი მანქანაზე უკეთ ვერაფერი ასრულებს ამ საქმეს. გარეცხვის წინ დაამაგრეთ ყველა ელვა შესაკრავი ისე, რომ არ დააზიანოთ არც ნივთი და არც მანქანა და გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

სპორტული ფეხსაცმელი


ბევრისთვის ეს ღმოჩენაა, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი ნამდვილად შეიძლება და უნდა გაირეცხოს მანქანაში. თუმცა, პირველ რიგში, ფეხსაცმელს უნდა მოაშოროთ ძირითადი ჭუჭყი ძველი კბილის ჯაგრისის და წყლით.

ხალიჩები

დერეფანში მაღალი აქტივობა გაიძულებს იფიქროთ კარის ხალიჩის სისუფთავეზე, რომელიც შეიძლება უსაფრთხოდ ჩააგდოთ სარეცხ მანქანაში. ერთადერთი გამონაკლისი არის ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული ხალიჩები.

იოგას ხალიჩა

რეზინის იოგას ხალიჩები შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელიც გამოიყოფა ვარჯიშის დროს ოფლის მეშვეობით. გარეცხვის შემდეგ აუცილებლად გააშრეთ ის მზეზე, რათა თავიდან აიცილოთ რეზინის დაზიანება.

აბაზანის ფარდა

ინტერნეტში არის უამრავი ლაიფჰაკი აბაზანის ფარდების გასაწმენდად: ძმარში ჩასვლიდან საპნიან წყალში დასველებული ღრუბლით გაწმენდამდე. მაგრამ სარეცხი მანქანაში ფარდის გარეცხვა ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება, რაც მთავარია, დააყენეთ პროგრამა დელიკატურ ციკლზე მინიმალური სარეცხი საშუალებით.

რბილი სათამაშოები


რბილ სათამაშოებს ხშირად მტვრის შემგროვებლებს უწოდებენ: ისინი ნამდვილად შთანთქავენ ჰაერში მფრინავ უამრავ მტვერს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვები აქტიურად თამაშობენ. რეცხვისას აირჩიეთ ნაზი რეჟიმი.

სამზარეულოს ხელთათმანები

იშვიათი გამოყენების შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელია, რომ ღუმელის ხელთათმა ბევრი ჭუჭყი და ცხიმი შეაგროვოს. გარეცხვამდე, დაბანამდე პრობლემური ლაქები შეგიძლიათ დაამუშავოთ წყლისა და ძმრის ნარევით.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები