როგორ გავრეცხოთ ბალიშისპირი სწორად - აქამდე, ალბათ, არასწორად აკეთებდით

რეალობა ის არის, რომ ბალიშისპირი ძალიან სწრაფად ბინძურდება. ფაქტია, რომ ქსოვილი, განურჩევლად მისი ტიპისა, აუცილებლად შეიწოვს სკალპის ცხიმს, სახის კანის ოფლს, სხეულის მკვდარ უჯრედებს და ხელოვნურ ზეთებს თმის ბოლოებიდან. თუ დროულად არ მოაშორებთ ბალიშს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, შეიძლება ადამინს განუვითარდეს ანთება სახეზე და ზურგზე, კანში ბაქტერიების შეღწევის გამო.

ატლასის ბალიშისპირი უნდა გაირეცხოს ისევე ხშირად, როგორც ბამბის ან ფლანელის. რეცხვის იდეალური სიხშირე კვირაში ერთხელ მაინც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში კოსმეტიკური და თავის მოვლის სხვა საშუალებები და ცხიმის ნარჩენები იმდენად ღრმად შეძლებს ქსოვილში
შეღწევას, რომ მისი ქსოვილიდან ამოყვანა საკმაოდ პრობლემური იქნება. მაშინაც კი, თუ განსაკუთრებით ოფლიანი არ ხართ ან ცხიმიანი თმა არ გაქვთ, არ უნდა უგულებელყოთ პირობითი ნორმა: კვირაში შვიდჯერ საშუალოდ რვა საათი ძილი ნიშნავს ბალიშის 56 საათის განმავლობაში მოხმარებას. ასეთი დატვირთვის შემდეგ ნამდვილად არის იმის დრო, რომ ბალიშისპირი ლოგინის თეთრეულთან ერთად გასარეცხად შეყაროთ.

ასევე მნიშვნელოვანია რეცხვის ციკლის სწორად დაყენება, რათა არ გაფუჭდეს ქსოვილი და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. ბალიშისპირი უნდა გარეცხოთ ცხელი (!) წყლით და ინტენსიური რეცხვის ციკლით. ვინც ცივ წყალში რეცხვას მიიჩნევს უფრო ჰუმანურად, სერიოზულად ცდება, გრილი წყალი ნამდვილად ვერ მოაშორებს ქსოვილს ცხიმსა და ბაქტერიებს. არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ეფექტური შემადგენლობით და თქვენი ქსოვილისთვის შესაფერისი მათეთრებელი.
სხვა საქმეა, თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ბალიშებზე რომლებზეც არ გვძინავს. მაგალითად, დეკორატიულ ბალიშებზე. ასეთ ბალიშებში, როგორც წესი, მტვერი და ჭუჭყი ნელ-ნელა გროვდება იშვიათი გამოყენების გამო. ამ შემთხვევაში, ქსოვილის გახუნების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ბალიშისპირები შდარებით იშვიათად გარეცხოთ.

კომენტარის დამატება