როგორ ვუშველოთ რეცხვის შემდეგ დაპატარავებულ ტანსაცმელს


არასწორი რეცხვის რეჟიმი შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა შეარჩიოს, თუმცა ყველამ როდი იცის, როგორ გამოასწოროს დაშვებული შეცდომა.
დიასახლისებისთვის ძალიან ნცნობი სიტუაციაა, მაგალითად სახლში რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების დროს შეიძლება შემთხვევით წითელი წინდა თეთრ ტანსაცმელს შეაყოლოთ, ან კონდიციონერი ჩაასხათ არასწორ განყოფილებაში, არასწორი რეცხვის რეჟიმი მიუთითოთ. ბოლო შეცდომა შეიძლება ყველაზე უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მხოლოდ ერთი გარეცხვა არასწორ ტემპერატურაზე საკმარისია იმისათვის, რომ ნივთი ზომაში შესამჩნევად შემცირდეს.
მოდით ვნახოთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ დროს.

გამოიყენეთ ქსოვილის დამარბილებელი

თუ თქვენი სვიტერი, რომელიც მოულოდნელად ბავშვის
ზომის გახდა, ქსოვილის დამარბილებელი გააზავეთ წყალში 2:1 თანაფარდობით და ჩაალბეთ მასში გაფუჭებული სვიტერი მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ გაავლეთ კარგად წყალში და დაკიდეთ გასაშრობად გაწურვის გარეშე. შედეგი გარანტირებული გაქვთ. ნებისმიერი ნივთი უბრუნდება პირვანდელ ფორმას.

გამოიყენეთ "თეთრი ძმრის ტექნიკა"

კიდევ ერთი მარტივი გზა გახლავთ ძმრის და თბილი წყლის ნაზავი 1:1 თანაფარდობით. ჩაალბეთ ნივთი ამ ხსნარში 12 საათის განმავლობაში, შემდეგ კარგად გაავლეთ და გააშრეთ. წყლის სიმძიმის ქვეშ ქსოვილი თანდათან დეფორმირდება და უბრუნდება თავდაპირველ ზომას.

უთო

სითბო ისეთივე ეფექტურია, როგორც ძმარი ან კონდიციონერი. თუ თქვენ იყენებთ უთოს (და იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორთქლის) გარეცხვის შემდეგ შეკუმშული ნივთის გასასწორებლად, მიეცით ბოჭკოების შიგნიდან გაჭიმვის საშუალება.


გარეცხეთ ნივთი შამპუნით

თბილ წყალს და დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ბავშვის (!) შამპუნი ან თმის კონდიციონერი . ჩაალბეთ ნივთი ხსნარში ნახევარი საათის განმავლობაში ისე, რომ ბოჭკოებს ჰქონდეთ "დასვენების" დრო, შემდეგ გაავლეთ კარგად და გააშრეთ გაწურვის გარეშე.

გლიცერინის ნარევი

გლიცერინი შეურიეთ თბილ წყალს. მიღებული ბლანტი ნარევი წაუსვით შემდგარ ნივთს და გააჩერეთ მინიმუმ 15 წუთი. ხელებით დაჭიმეთ ტანსაცმელი თქვენთვის საჭირო ზომამდე და ჩამორეცხეთ გლიცერინის ნარევი. გააშრეთ, პერიოდულად ნაზი დაჭიმვით .

კომენტარის დამატება