დიასახლისისთვის საწოლის თეთრეული, შეიძლება ითქვას, ღირსების საკითხია. ზოგჯერ იძულებულნი ვართ უპირატესობას მეტ-ნაკლებად ხარისხიანს და ხელმისაწვდომს ვანიჭებთ, მაგრამ რომელია სინამდვილეში საუკეთესო? გავერკვეთ, რომელი თეთრეულია ხარისხიანი და რომელი გაგიძლებთ დიდხანს.
ბატისტი
დახვეწილი, თხელი ქსოვილია, რომლისგანაც გამორჩეულ თეთრეულს კერავენ. ბატისტი გამჭვირვალე, ლამაზი და ჰაეროვანი ქსოვილია. თუმცა, მიუხედავად მდიდრულობისა, მას გამძლეს ვერ ვუწოდებთ. იგი უფრო "სანებივრო" თეთრეულია. მას საქორწინო საჩუქრად ან ძვირფასი სტუმრების დასახვედრად ინახავენ.
პოპლინი
აბრეშუმის ან ბამბის თხელი ქსოვილი. წარსულში მას აბრეშუმისგან ავინიონში, სპეციალურად რომის პაპისთვის ამზადებდნენ და სახელიც "პაპისთვის განკუთვნილს" ნიშნავს. პოპლინი მკვრივ,
პერკალი
ბამბის ტილოსებური რბილი ქსოვილი. ხარისხით არ ჩამოუვარდება აბრეშუმსა და სატინს. თუმცა, უკეთესად ინარჩუნებს სითბოს. ევროპელი მწარმოებლები პერკალის თეთრეულს ლუქსის კატეგორიას ანიჭებენ. საუკეთესოა მისი ბალიშის პირი, რადგან ბუმბული ვერ ძვრება მისი წმინდა ქსოვილიდან. პერკალის თეთრეული 1000 გარეცხვაზეც ინარჩუნებს ხარისხს. საიდუმლო მის ბოჭკოვან სტრუქტურაშია. პოპლინთან შედარებით პერკალი უფრო ძვირია, სამაგიეროდ ძალიან გამძლე და ხასხასაა. პოპლინი კი ადვილად მოსავლელია, დაუთოება არ სჭირდება. ორივე ქსოვილი ლამაზი, რბილი, თხელი და ფაფუკია.
რანფორსი
ბამბის თხელი ძაფებით შესრულებული მკვრივი ქსოვილია. ბიაზზე მტკიცეა, მაგრამ მასთან შედარებით გაცილებით რბილი. ადვილად გამოსაყენებელია. ზაფხულში გრილია, ზამთარში - თბილი. ჰაერგამტარია, გამძლე, დაპრინტული და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომი აქვს.
ტვილი
ანუ სატინ-ტვილი - თეთრეულის კლასიკა. აბრეშუმისმაგვარი ზედაპირის მქონე, ჰაეროვანი და რბილი, მკვრივი ქსოვილია. იშვიათად გაგიხდებათ დასაუთოებელი, თითქმის არ იკუჭება. რეცხვის რამდენიმე ციკლს უძლებს და თითქმის არ კარგავს ფერს, ფორმას. ირეცხება 60 გრადუსზე, რაც მის ჰიგიენურობას ადასტურებს.
მიკროფიბრა
100%-ით ხელოვნური ქსოვილია, თუმცა, რბილი, არ იჭმუჭნება, არ იკეთებს ბუსუსებს, არ დეფორმირდება, ჰიპოალერგიულია, იაფი ღირს; ერთი სიტყვით, ხმარებაში მეტად მოსახერხებელია. თუმცა, როგორც ყველა სინთეტიკური ქსოვილი, გამძლეობით არ გამოირჩევა, ელექტროვდება, ფერებიც სწრაფად გადადის.
რამდენიმე რჩევა თეთრეულის ყიდვამდე
1. გახედეთ ქსოვილის, თუ ლანდი გასდის, ნუ შეიძენთ, რამდენიც არ უნდა გიქოთ გამყიდველმა მისი ხარისხი, ხმარებაში ის მალე დადნება.
2. რაც უფრო მკვრივია ქსოვილი, მით დიდხანს გაგიძლებთ.
3. სუნი. თეთრეულს ტექსტილის სუნი უნდა ჰქონდეს, - არც საღებავის, არც ქიმიის. თუ გარეცხვისას თეთრეულმა კვეთრად შეიცვალა ფერი, შეიძლება ალერგიული რეაქციაც გაგიჩნდეთ მასზე.
4. ფერი. ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი რეცხვის რეჟიმი. თუ ეტიკეტზე 60 გრადუსი და მეტია მითითებული, ე.ი. მწარმოებელმა ხარისხიანი საღებავები გამოიყენა.
5. ნაკერები. გადმოაბრუნეთ თეთრეული. მას მკვრივი ნაკერები უნდა ჰქონდეს და ძაფები არ უნდა იყოს ამოჩაჩული.
6. ძაფები. ხარისხიანი თეთრეული ქსოვილის ფერებში უნდა იყოს შეკერილი. ძაფის გამძლეობაზე საუბარის ზედმეტია. უხარისხო ძაფით შეკერილი თეთრეული პირველივე რეცხვაზე დაიშლება.
7. მწარმოებელი. ნუ შეიძენთ იაფ თეთრეულს, ის დიდხანს ვერ მოგემსახურებათ. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის კოორდინატებს, თუ ის ეტიკეტზე დატანილი არაა, ე.ი. რაღაცის გამო - იმალება". გირჩევნიათ, ცოტა მეტი გადაიხადოთ და ხარისხიანი თეთრეული შეიძინოთ, რომელიც მრავალ გარეცხვას გაუძლებს და მასთან შეხებაც სასიამოვნო იქნება.
კომენტარები