რატომ შეიძლება ასდიოდეს ახლად გარეცხილ სარეცხს უსიამოვნო სუნი

გარეცხილ ტანსაცმელს სისუფთავის ან კონდიციონერის სუნი რომ უნდა ასდიოდეს, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ გარეცხვის შემდეგ სარეცხს უსიამოვნო სუნი ასდის, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს. მოდით ვნახოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს.

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მას შემდეგ, რაც ტანსაცმელზე უსიამოვნო სუნი გაუჩნდება, არის სარეცხი მანქანის მდგომარეობა. შესაძლოა, ის არასწორად არის დამონტაჟებული, რამაც გამოიწვია დოლურაში ობის გაჩენა. მოდით განვიხილოთ თითოეული მიზეზი უფრო დეტალურად.

• არასწორი კავშირი. თუ სარეცხი მანქანიდან წყალი
პირდაპირ კანალიზაციაში გადადის, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ სადრენაჟე შლანგის კავშირი. მისი ჩაშვება პირდაპირ კანალიზაციაში არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანალიზაციის სუნი შევა დოლურაში და, შედეგად, რეცხვის პროცესში ეს სუნი სამოსზე გადავა. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მანქანა და ნივთები უსიამოვნო სუნისგან, უნდა დაამონტაჟოთ სარქველიანი სიფონი.
• შეცდომები მოვლისას. ხშირად უგულვებელვყოფთ სარეცხი მანქანის მოვლას, არადა, ყოველი რეცხვის შემდეგ უნდა გავწმინდოთ რეზინი და ასევე დავტოვოთ კარი ღია მინიმუმ რამდენიმე საათის განმავლობაში ვენტილაციისთვის. თუ ამას არ აკეთებთ, დროთა განმავლობაში დოლურაში ბაქტერიები და სოკოები გაჩნდება, რაც უსიამოვნო სუნის გაჩენას გამოიწვევს. სხვათა შორის, ობის ყოველთვის არ ჰარის პატარა შავი წერტილები - ზოგჯერ ის სრულიად უხილავია.

დოლურას ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმებისგან გასაწმენდად, აურიეთ ერთმანეთში მცირე რაოდენობით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი, დაასველეთ ღრუბელი მიღებულ ხსნარში და კარგად გაწმინდეთ რეზინის ყველა ნაკეცი ისე, რომ იქ ნადების ან ობის კვალიც კი არ დარჩეს. შემდეგ გააშრალეთ დოლურა სუფთა ნესტიანი ქსოვილით. ასევე დაამუშავეთ ფხვნილის განყოფილება.

დასუფთავების პროცედურის დასრულების შემდეგ გამოიყენეთ რეცხვის ყველაზე გრძელი ციკლი სარეცხის გარეშე 60 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. ფხვნილის ნაცვლად მანქანაში ჩაყარეთ ცოტაოდენი ლიმონმჟავა. როდესაც დაინახავთ, რომ დოლურა გივსო ქაფიანი წყლით, გააჩერეთ რეცხვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ დააჭირეთ "დაწყებას" და აირჩიეთ დამატებითი გავლების რეჟიმი. დასასრულს დაგჭირდებათ ფხვნილის განყოფილების გაშრობა და სარეცხი მანქანის კარის ღიად დატოვება.



როგორც მიხვდით, ობის შეიძლება გაჩნდეს არა მხოლოდ დოლურაში, არამედ შლანგში ან ფილტრში. მაგალითად, სადრენაჟე შლანგში ხშირად გროვდება თმები, ბეწვი, ქსოვილის ნაჭრები, ეს გარემო იდეალური ხდება ბაქტერიების გამრავლებისთვის.
პრობლემის გადასაჭრელად, არ არის საჭირო შლანგის გაწმენდა, უფრო ადვილია მისი შეცვლა ახლით. თუ ეს შეუძლებელია, ამოიღეთ შლანგი და კარგად გარეცხეთ წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ. ზედაპირული დამაბინძურებლების მოსაშორებლად შეგიძლიათ დოლურაში ჩაყაროთ ლიმონმჟავა და გაუშვათ რეჟიმი უმაღლესი ტემპერატურით.

სუნის კიდევ ერთი პოპულარული წყაროა ფილტრი. ის, როგორც შლანგი, აგროვებს ნარჩენებს, ამიტომ მისის გაჭედვა მხოლოდ დროის საკითხია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოწესრიგდეს, სარეცხი მანქანა უნდა გამორთოთ ელექტროენერგიიდან, გადაკეტოთ წყალი, გახსენით ფილტრი, გაასუფთავეთ ჭუჭყისაგან, გარეცხეთ თბილ საპნიან წყალში და შემდეგ გაწმინდეთ რბილი, ნესტიანი ქსოვილით, რომ მოიცილოთ დარჩენილი ჭუჭყი. ზოგიერთი უბნის გასაწმენდად შეიძლება დაგჭირდეთ პინცეტი. როდესაც პროცედურას დაასრულებთ, დააბრუნეთ ფილტრი თავის ადგილზე. ჩართეთ მანქანა ყველაზე გრძელ ციკლზე.
სხვათა შორის, მონეტებმა, საღეჭმა რეზინმა, კანფეტებმა, ქვითრებმა და ჯიბეში დავიწყებულმა სხვა ნივთებმაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი (და დატოვოს ტანსაცმელზე ძნელად მოსაშორებელი ლაქები). ამიტომ, კარგად შეამოწმეთ ჯიბეები ტანსაცმლის დოლურაში მოთავსებამდე. თუ ოდნავი სუნი მაინც შეატყვეთ ტანსაცმელს, სასწრაფოდ ჩაყარეთ ლიმონმჟავა და ჩართეთ რეცხვის ყველაზე გრძელი ციკლი.
არც სარეცხი საშუალების ჭარბად გამოყენებაა კარგი იდეა. თუ ცოტას გამოიყენებთ, ტანსაცმელი არ გაირეცხება, ხოლო თუ ზედმეტად მოიხმართ, გაჩნდება საპნის ლაქები. პროდუქტის სიჭარბე იწვევს მუქ ქსოვილზე თეთრი ლაქების გაჩენას.

თუ გარეცხვის შემდეგ თქვენს ტანსაცმელზე აღმოაჩენთ ყველა ზემოხსენებულ დეეფექტებს, გააკეთეთ შემდეგი: გამორეცხეთ დოლურა, კარგად გაწმინდეთ სარეცხი საშუალების განყოფილება სუფთა ნესტიანი ქსოვილით და შემდეგ ჩართეთ მაღალი ტემპერატურის ციკლი სარეცხის ან ფხვნილის გარეშე. რაც შეეხება ტანსაცმელს, სარეცხი მანქანის მოწესრიგების შემდეგ ის დამატებით გასარეცხად უნდა გაიგზავნოს.
ზოგჯერ ტანსაცმელს ცუდი სუნი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ქსოვილი არ არის გარეცხილი. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? არ უნდა ჩაიცვათ ეს ტანსაცმელი. არ გაავსოთ დოლურა ტანსაცმლით, მასში "ჰაერი" უნდა დარჩეს. გახსოვდეთ, რომ სარეცხის მანქანაში თავისუფალი ადგილი აუცილებლად უნდა იყოს.

ხანდახან ტანსაცმელს ნესტის სუნი ძალიან მარტივი მიზეზის გამო ასდის - ძალიან დიდხანს რჩება სარეცხის მანქანაში. ამიტომ, როგორც კი რეცხვის ციკლი დასრულდება, სასწრაფოდ გამოიღეთ ნივთები და დაკიდეთ საშრობზე. თუ ამას ვერ გააკეთებთ, უბრალოდ გააღეთ სარეცხი მანქანის კარი.
ნივთების გაშრობა ასევე არ შეიძლება უყურადღებოდ - მნიშვნელოვანია ამ პროცესს კომპეტენტურად მივუდგეთ. ადგილი, სადაც საშრობია განთავსებული, კარგად უნდა იყოს ვენტილირებადი და ჰქონდეს ტენიანობის მინიმალური დონე (ამიტომ, უმჯობესია ეს არ გააკეთოთ აბაზანაში).

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები