დიასახლისებს საოჯახი ნოვთების შეძენა სიამოვნებას ანიჭებს. დღეს განვიხილავთ ბალიშებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე ხომ მთელი ღამე გვიდევს თავი.
ბუმბული
ადრე კონკურენტები არ ჰყავდა. მდიდრებსაც და ღარიბებსაც ყველას ბუმბულიანი ბალიშები ჰქონდათ. ფაფუკია, ნატურალურია, სასიამოვნო შეხებისას. მისი გამოყენება წლობით შეგიძლიათ. მემკვიდრეობით შეგიძლიათ მიიღოთ და ასევე მემკვიდრეობით გადაულოცოთ შთამომავლებს. თუმცა, მოვლაც შესაბამისი სჭირდება.
უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბუმბული ალერგიულია. თუმცა, ალერგიულია არა თავად ბუმბული (თუმცა, ზოგიერთს მისი შეხებაც არ სიამოვნებს), არამედ, ტკიპა, რომელიც მასში ჩნდება.
ბუმბულის გარეცხვა დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, მისი
თუ ძილში ოფლიანობთ, ბუმბულის ბალიში უსიამოვნო სუნს შეიძენს.
იმისათვის, რომ მთელი სახლი ბუმბულებით არ იყოს მოფენილი, ხარისხიანი ბალიშისპირი გესაჭიროებათ.
სხვადასხვა ბუმბულის ბალიშს სხვადასხვა ფასი აქვს. საუკეთესოა გერმა.
სინთეტიკური ღინღლი
დადებითი ისაა, რომ მასში ტკიპა არ ჩაიბუდებს. იაფფასიანია. ჰიპოალერგიული, ადვილია ხმარებაში, სარეცხის მანქანაში ირეცხება (გაითვალისწინეთ, რომ სინთეტიკური ღინღლის ბალიშის 40 გრადუზე ზევით გარეცხვა არ შეიძლება), სწრაფად შრება, არ იკრავს ნესტს და არ აქვს სუნი.
უარყოფი თვისებები: სინთეტიკურია. სწრაფად კარგავს ფორმას.
ბამბუკის ბალიში
გაითვალისწინეთ, რომ მასში სხვა მინარევიც შეიძლება შეგხვდეთ. ხელოვნური დანამატის გარეშე ფორმას ვერ შეინარჩუნებს.
დადებითი თვისებები: ჰიპოალერგიულია. აქვს ანტიბატერიული და ანტიმიკრობური თვისება. კარგად ატარებს ჰაერს, შეიძლება სარეცხის მანქანში გარეცხვა (უძლებს 60 გრადუსსაც, თუმცა, უპირატესობა დელიკატურ რეჟიმს მიანიჭეთ), დიდხანს გაგიძლებთ. ძირითადი უარყოფითი თვისება ისაა, რომ ბამბუკის ბალიშს ვერ გამოიყენებთ ტენიან ადგილას, სწრაფად იწოვს სინესტეს.
კომენტარებში გაგვიზიარეთ, როგორ ბალიშს ანიჭებთ უპირატესიბას და როგორ უვლით მას.
კომენტარები