როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სწრაფად, მარტივად და ეფექტურად


ფანჯრის წმენდა ის საქმეა, რომელიც თითქოს ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის და ამის თაობაზე ახალი ვინ რა უნდა გვითხრას, თუმცა...ძალიან მნიშნელოვანი ყოფილა ერთი შეხედვით აბსოლუტურად უმნიშნელო და შეიძლება ითქვას, უინტერესო დეტალების გათვალისწინება იმისთვის,რომ შედეგმა მაქსიმალურად დაგვაკმაყოფილოს და თან, წმენდის პროცესი გაგვიმარტივოს. ეს ადვილი საქამე ნამდვილად არ არის, რადგან თქვენ უნდა ჩამორეცხოთ ფანჯრის ყველა კუთხე ქუჩის მტვრისგან და სხვა მრავალი დაბინძურებისგან. გარდა იმისა, რომ ეს საკამოდ რთული პროცესია, სახიფათოც არის.



ხშირად ხანგრძლივი წმენის შემდეგაც ფანჯრებზე ლაქები კვლავ რჩება, მაგრამ ბრიტანელი დასუფთავების
ექსპერტი და ბლოგერი დანიელი გვიზიარებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები.
პირველ რიგში ეცადეთ მაქსიმალურად კარგად გააღოთ ფანჯარა ან გასწიოთ ისე, რომ წმენდის პროცესი გაიმარტივოთ და ფანჯრიდან გადაწევა ძალიან არ დაგჭირდეთ.



მეორე, შეარჩიეთ საწმენდი მოწყობილობა. სპეციალური ღრუბლები გრძელი სახელურებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ფანჯრიდან არ გადაიხროთ, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო უსაფრთხოს ხდის დასუფთავებას.
მეორე მნიშვნელოვანი მოწყობილობა არის წყლის დისტილატორი. მისი სილიკონის წვერი საშუალებას გაძლევთ მოაშოროთ საწმენდი ხსნარი ფანჯარას და ასევე არ ტოვებს ზოლებს. სხვათა შორის, ეს მოწყობილობა კარგია საშხაპე კაბინისთვისაც- მას იყენებენ კედლებიდან წყლის მოსაშორებლად, რათა არ გაჩნდეს ობი.
და მესამე რჩევა არის ფანჯრების წმენა დღის სწორ მონაკვეთში. კერძოდ, დილით ადრე ან შუადღისას, 15:00 საათის შემდეგ. ფაქტია, რომ როდესაც ფანჯრებს მზეში ვწმენდთ საწმდნი სითხე ძალიან სწრაფად შრება და ზედაპირზე ლაქებს ტოვებს. როცა მზე სუსტად ანათებს, გვაქვს დრო, რომ საპნის ხსნარი საფუძვლიანად ჩამოვწმინდოთ წყლის დისტილატით.

კომენტარის დამატება