საიდან დგება მაცივარში სუნი - პირველ რიგში, ეს ადგილი შეამოწმეთ


ალბათ ყველა დიასახლისს ჰქონია შემთხვევა, რომ არ მოსწონებია სუნი მაცივარში. ნამდვილად არასასიამოვნოა და თან, სახიფათო. ბაქტერიების გამრავლება კარგს რომ არაფერს მოგვიტანს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რამ შეიძლება გამოიწვიოს სუნი მაცივარში და როგო შეიძლება გავუმკლავდეთ ამ პრობლემას
თუ მაცივარი ახალია...
მაცივარს, როგორც ნებისმიერ ახალ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თავისი სუნი აქვს. იმისათვის, რომ ის არ შეერიოს თქვენი საყვარელი საკვების არომატს, გამოყენებამდე უნდა მოიცილოთ ეს "ახალი მაცივრის სუნი."
ამისათვის გამოიყენეთ თბილი წყალი, რომელშიც გახსნით საცხობ სოდას ან ნებისმიერ სარეცხ საშუალებას. არ დაგავიწყდეთ მაცივრის გარედან
გარეცხვაც. შემდეგ გააშრეთ ყველა ზედაპირი და დატოვეთ კარი ღია რამდენიმე საათის განმავლობაში სამუშაო კამერების ვენტილაციისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაავსოთ მაცივარი საკვებით.


თუ მაცივარი ძველია
მაშინაც კი, თუ მჭიდროდ დახურავთ საკვების ყველა ქილს და კონტეინერს, დროთა განმავლობაში სუნი მაინც გაჩნდება. ეს ნიშნავს იმას, რომ დროა გამოწმინდოთ მაცივარი ან მინიმუმ გაწმინდოთ სპეციალური სადრენაჟო ხვრელი კამერის შიგნით. მწარმოებლები ჩვეულებრივ ამ პროცედურის ჩატარებას წელიწადში ერთხელ გვირჩევენ.

ხალხური საშუალებები კი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში.

1. ძმარი: გაწმინდეთ მაცივრის კედლები ძმრის ხსნარში დასველებული ქსოვილით (50/50-ზე წყალში გაზავებული).


2. საცხობი სოდა: გამოწმინდეთ მაცივარი საცხობი სოდის წყლის ხსნარით. შემდეგ კი ჩაყარეთ მასში სოდიანი ღია კონტეინერი და ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. საცხობი სოდა შესანიშნავად შთანთქავს სუნს.
3. ამიაკი: დაგეხმარებათ ყველაზე მძიმე შემთხვევებში, როდესაც მაცივარი გაწმენდილია, მაგრამ სუნი რჩება. მაცივრის კედლების შიგნიდან ამიაკი წაუსვით და კარი ღია დატოვეთ მთელი დღე.
4. გააქტიურებული ნახშირბადი. ერთი მუჭა ნახშირი დაფშვენით, ჩაყარეთ თეფშში და შედგით მაცივარში ერთი დღით.
5. ლიმონის წვენი. გაწმინდეთ მაცივარი შიგნიდან,ლიმონის წვენში დასველებული ნესტიანი ქსოვილით.


უსიამოვნო სუნის პრევენცია

მომავალში უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად საკვების შთამნთქმელი დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს:

1. ჭვავის პური: ჩვეულებრივი შავი პური დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ თითო მაცივრის თაროზე.

2. ბრინჯის მარცვლები: მოათავსეთ თეფშზე და შედგით მაცივარში.

3. დაჭრილი ხახვი, ვაშლი და კარტოფილიც მშვენივრად შთანთქავს სუნს, თუმცა ეს ასეთი ბუნებრივი შთამნთქმელი უნდა შეიცვალოს რამდენიმე დღეში ერთხელ.

4. არომატული მწვანილი და სანელებლები: ბაზილიკის, კურკუმას, მიხაკის, ტარხუნის, დარიჩინის, ნიახურის, თიმის შენახვა მაცივარში, ამით აფერხებთ უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. ვანილის ექსტრაქტიც დაგეხმარებათ - საჭიროების შემთხვევაში თაროები არომატულ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით გაწმინდეთ.

5. ფორთოხალი, ლიმონი: ჰაერის გამაგრილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის კანი ან ლიმონის ნაჭრები.

6. მარილი, შაქარი: უბრალოდ შდეთ მაცივარში ღია კონტეინერი მარილით ან შაქრით და ძალიან მალე უსიამოვნო სუნის კვალი აღარ დარჩება.

მაღაზიებში დიდი ხანია გამოჩნდა სუნის მშთანთქმლი მაცივრებისთვის, ასევე გამწმენდები. ისინი შთანთქავენ თევზის, ნივრის, ხახვის ყველაზე ძლიერ სუნს და ამავდროულად იონიზებენ მაცივრის შიდა სივრცეს. ასეთი საყოფაცხოვრებო გაჯეტები არც თუ ისე ძვირია, ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია გადაიხადოთ ფული თუ უბრალოდ დაჭრათ ლიმონი და დატოვოთ მაცივრის თაროზე.

გახსოვდეთ, რომ მაცივარი არ უნდა განთავსდეს რადიატორთან ან ღუმელთან ახლოს. ექსპერტები განმარტავენ, რომ სითბოს წყარო იწვევს მაცივრის გაცხელებას და მეტი ენერგიის დახარჯვას გაგრილებაზე. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდას. გარდა ამისა, ეს არის დამატებითი დატვირთვა ძრავზე, რომელიც უფრო სწრაფად გადახურდება. ტემპერატურულმა ცვლილებებმა, რომლებიც აუცილებლად ხდება ყოველ ჯერზე, როცა მაცივრის კარს აღებთ, შეიძლება დაარღვიოს მიკროკლიმატი, შედეგად, საკვები უფრო სწრაფად ფუჭდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები