დავიწყოთ, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებით - სახლში, როგორც წესი, ჩუსტებით დავდივართ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის მთელი წლის განმავლობაში თბილა და გარდა ამისა, კომუნალური მომსახურების თანამშრომლები ყურადღებით აკვირდებიან ქუჩების სისუფთავეს. ამ მიდგომის წყალობით, ამერიკელებს იატაკის ხშირად წმენდა არ სჭირდებათ. მათი ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთაა, ამიტომ შეუძლიათ ფეხსაცმლით არა მხოლოდ ბინაში სიარული, არამედ საწოლზე ან დივანზე წამოწოლაც. უყურეთ ნებისმიერ ამერიკულ ფილმს და ამას თავადაც მიხვდებით.

რაც შეეხება დასუფთავებას, ისინი ამჯობინებენ ამაში პროფესიონალებს გადაუხადონ თანხა და ამ პრობლემებით თავი არ შეიწუხონ. ხალიჩებსა და სხვა ტექსტილს
კი, როგორც წესი, ხშირად ქიმწმენდა უტარდება.
ჩინელები დასუფთავების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას მისდევენ და ცდილობენ პროცესის მაქსიმალურად ოპტიმიზაციას.
იმისათვის, რომ დალაგების პროცესი საათობით ან თუნდაც დღეები არ გაჭიანურდეს, თითოეულ ოთახს გარკვეულ დროს უთმობენ და ტაიმერს აყენებენ. როგორც კი დრო ამოიწურება, დასუფთავება დასრულებულია. ეს შესანიშნავი სტიმულია, რომ პროცესის დროს ყურადღება არ გადაიტანონ სხვა რამეზე და მხოლოდ დასუფთავებით დაკავდნენ.

თურქეთში ხალიჩა ინტერიერის დიზაინში მთავარია. აქ ამ ატრიბუტს დიდი სიფრთხილით ეპყრობიან და მათზე დიდი ყურადღებით ზრუნავენ. ადრე დიასახლისები ხალიჩებს ქსოვილით ფარავდნენ, რათა თავდაპირველი იერსახე შეენარჩუნებინათ. დიდი ყურადღება ექცევა იატაკის საფარსაც - ის რეგულარულად იწმინდება მტვერსასრუტით და ირეცხება ძვირად ღირებული და მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებით.

იტალიელებს ყოველდღიურად იატაკის წმენდის ტრადიცია აქვთ - ისინი ამას თითქმის ავტომატურად აკეთებენ, იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ბოლო რამდენიმე წუთი ცოცხით ხელში გაატარეს. მაგრამ იტალიაში იატაკის რეცხვა არ უყვართ, ან უბრალოდ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. ხალიჩები აქაც დიდად პოპულარული არ არის, ალბათ იმიტომ, რომ იტალიურ სახლებში, ისევე როგორც ამერიკულ სახლებში, ჩვეულებრივია ქუჩის ფეხსაცმლით სიარული. ფილების გაწმენდა კი ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე ხალიჩის.
თუ ბინაში ხალიჩაა, ის ძალიან დიდი არ უნდა იყოს, რათა ნებისმიერ დროს შეძლონ მისი აივანზე გატანა.

შესაძლოა იაპონელები დასუფთავების საკითხებს ყველაზე სერიოზულად ეკიდებიან. აქ დასუფთავებასთან დაკავშირებული მრავალი განსხვავებული რიტუალია და ჩვეულებრივია ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად, დასუფთავების სერვისების დახმარების გარეშე. და რადგან სისუფთავე და წესრიგი კარის ზღურბლზე იწყება, სახლში არავინ შედის ფეხსაცმლით - ჩვეულებრივია ფეხსაცმლის კართან დატოვება.
ცოცხის ნაცვლად, ქვეყნის მცხოვრებლები იყენებენ პალმის ბოჭკოებისგან დამზადებულ ჰოკოს ჯაგრისებს - ეს ტრადიციაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შეინიშნება. იაპონელებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰიგიენის საკითხების დაცვა, არამედ მათი სახლის ჰარმონიული და წმინდა გარემოს მაქსიმალურად შენარჩუნება.

სახალისო ფაქტი: იაპონელებს აქვთ სპეციალური ჩუსტები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სააბაზანოებში გამოსაყენებლად, რადგან ეს ადგილი წმინდად ითვლება. იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად, სააბაზანოებში იატაკი რეგულარულად იწმინდება ნესტიანი ტილოებით.
ფრანგებს არ უყვართ შაბათ-კვირას მუშაობა და კიდევ უფრო ნაკლებად უყვართ თავისუფალი დროს ლაგება. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ შეხვდეთ დიასახლისებს, რომლებიც კვირა დილით ადრე ადგებიან იატაკის გმოსაწმენდად. საფრანგეთში დალაგების პროცესისადმი განსხვავებული მიდგომა აქვთ - ცდილობენ სისუფთავის შენარჩუნებას მთელი კვირის განმავლობაში და ყოველდღე ერთ პატარა საქმეს აკეთებენ.
კიდევ ერთი მახასიათებელია დილის დასუფთავება. ფრანგები თვლიან, რომ თუ დილით ყველა რთული დავალების შესრულებას მოახერხებთ, მშვიდად შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით მთელი დღის განმავლობაში.
დანიური ამინდის პირობების გამო, ქვეყნის მცხოვრებლებს ბინებში შესვლისას ფეხსაცმლის გახდა უწევთ, რათა იატაკი არ დაასველონ. ხალხი სახლში ფეხშიშველი ან წინდებით დადის; ჩუსტები აქ იშვიათია. იატაკის სისუფთავის შესანარჩუნებლად, დიასახლისები ყოველდღიურად, ზოგჯერ რამდენჯერმეც კი, წმენდენ მას. სასიამოვნო არომატისთვის, ემატება სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატები. სხვათა შორის, ქლორზე დაფუძნებული პროდუქტები აქ პრაქტიკულად არასდროს გამოიყენება.

საინტერესოა, რომ სკანდინავიელი ქალები ფანჯრებს არ წმენდენ, ამას მათ ნაცვლად წვიმა აკეთებს. დანიურ ბინებში ვენტილაციის სისტემა ჩვენისგან განსხვავებულია: ფანჯარა იხსნება არა ზემოდან, არამედ ქვემოდან "თქვენგან მოშორებით" გარკვეული კუთხით. ამის წყალობით, წვიმის წყალი მინაზე მიედინება და მის ზედაპირს ჭუჭყისგან ასუფთავებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის დალაგება ერთ-ერთი უძველესი პრაქტიკაა, დროთა განმავლობაში ის მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი გაჯეტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოჩნდა, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი იყოს. ხელით მუშაობა უკანა პლანზე იკარგება და ადგილს რობოტურ სისტემებს უთმობს. რობოტი მტვერსასრუტები, ორთქლის ტილოები, ხალიჩებისა და ავეჯის სარეცხავი მტვერსასრუტები - და ეს პოპულარული საყოფაცხოვრებო დამხმარე საშუალებების სრული სია არ არის.