იცოდით ეს კბილის პასტის შესახებ? - გაოცებული დარჩებით, იმდენად პრაქტიკულია

თანამედროვე ცხოვრება კბილის პასტის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ადამიანი ზრუნავს პირის ღრუს ჰიგიენაზე და შესაბამისად, ყველა ოჯახში უკავია ადგილი კბილის პასტასაც, თუმცა, გვინდა გაგაოცოთ - კბილის პასტა არა მარტო კბილების გასახეხად გამოგადგებათ, ამ საშუალებით ბევრი სხვა რამის გაკეთებაც არის შესაძლებელი.

1. კბილის პასტა ძლიან კარგად შველის მწერების ნაკბენს და ასევე დამწვრობას. თუ კოღომ გიკბინათ, წაისვით ნაკბენზე კბილის პასტა, ის შეგიჩერებეთ ქავილს და ხელს შეუშლის გასიების პროცესს.



2. დაადეთ ჯაგრისს კბილის პასტა და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ ფრჩხილები როგორც ზემოდან, ისე ფრჩხილის ქვეშა უბნები,

ასე თქვენი ფრჩხილები იდეალურად გაპრიალდება და გასუფთავდება და თქვენს ხელებს ძალიან მოვლილი იერი ექნებათ.


3. თუ დისკი დაგიზიანდათ, დაიჩხაპნა და თქვენი კომპიუტერი მის წაკითხვას ვეღარ ახერხებს, სცადეთ, დაადეთ მას ცოტაოდენი კბილის პასტა და ძალიან ნაზად გაწმინდეთ დისკი რბილი ნაჭრით.



4. თუ თქვენს ტელეფონს არ აქვს დამცავი ფენა და ის დაგეკაწრათ, არ იდარდოთ. გადაუსვით ეკრანს ძალიან თხელ ფენად კბილის პასტა და რბილი ნაჭრით კარგად გააპრიალეთ. ეკრანი ახალივით იქნება.



5. თუ ხელიდან ვერ მოიშორეთ მაგალითად ხახვის ან ნივრის უსიამოვნო სუნი, სცადეთ ხელის კბილის პასტით დაბანა.



6. თუ არ გინდათ, რომ შხაპის მიღების დროს თქვენი სარკე აბაზანაში დაიორთქლოს, შხაპის მიღებამდე სარკეს თხელ ფენად გადაუსვით კბილის პასტა.



7. იმისათვის, რომ უთოს ძირს მოშორდეს ნადები და გაპრიალდეს, დაადეთ მას თხელ ფენად კბილის პასტა და ნამიანი ნაჭრით გაწმინდეთ.



8. კბილის პასტა იდეალურად ებრძვის ცხიმის, კოსმეტიკის, კეტჩუპის, ფლომასტერის ლაქებს. დაადეთ კბილის პასტა ლაქას, გააჩერეთ ცოტა ხანი და შემდეგ გარეცხეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ფერად ქსოვილზე არ უნდა გამოიყენოთ კბილის პასტა მათეთრებელი ეფექტით.



9. ძალიან კარგად გამოიყენება კბილის პასტა საიუველირო ნაკეთობების გასაპრიალებლად. განსაკუთრებით იქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების გასაწმენდად.



10. და ბოლოს, კბილის პასტით შეგიძლიათ ამოავსოთ ნახვრეტები კედელში. ის "შპაკლის" მაგივრობას გაგიწევთ, უბრალოდ, გადაუსვით კბილის პასტა დაზიანებულ ადგილს და გააჩერეთ გაშრობამდე. შემდეგ კი ნაჭრით მოასუფთავეთ.

კომენტარები

ლია 2020-02-01 22:49
ლამაზი
კარგი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები