გარდა იმისა, რომ ის აპრიალებს კაფელს, სარკეებსა და ჭურჭელს, მშვენივრად ასუფთავებს ონკანს და სოდასთან ტანდემში იდეალურად წმენს ნიჟარას, კიდევ ჰქონია საოცარი უნაირ. რა მოხდება, თუ ცოტა ძმარს სარეცხის მანქანაში ჩავამატებთ?
1. ძმარს აქვს შესანიშნავი დამარბილებელი ეფექტი. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ უხეში ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის რეცხვის დროს და სარეცხის დამარბილებლის ყიდვა აღარ დაგჭირდებათ.
2. ძმარი ლაქების ამომყვანი მშვენიერი საშუალებაა. წინასწარ დაამუშავეთ ცხიმის, ოფლის და მრავალი ხილის წვენით დალაქავებული ადგილი ძმრით და შემდეგ ცოტაოდენი სარეცხის მანქანაშიც ჩაასხით და შედეგით გაოცებული დარჩებით.
3. ძალიან
4. ვინც მეორადი მაღაზიების ხშირი სტუმარია, კარგად იცის, რა ძნელია ტანსაცმლიდან სპეციფიკური სუნის მოშორება. ამ შემთხვევაშიც ძმარი ძალიან დაგეხმარებათ.
5. ძმარი ასევე დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან ჟანგიანი ლაქის ამოყვანაში. მოამზადეთ ფაფისებური მასა ძმრისა ქვის მარილისგან და კარგად შეაზილეთ ლაქას. დატოვეთ ცოტა ხანი და კარგად გარეცხეთ.
გარდა ამ ყველა თვისებისა, ძმრის დამატებით სარეცხის მანქანაში თქვენ თავიდან აიცილებთ მანქანის ნაწილებზე ნადების გაჩენას და უზრუნველყოფთ თქვენი სარეცხის მანქანის სწორად და გამართულად მუშაობას.
კომენტარები