როგორ მოვიშოროთ ბუზები

ამ საშინელ მწერებს მთელი ზაფხულის ჩაშხამება შეუძლიათ. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მათ მოშორებაში დაგეხმარებათ.

ხილის მწერები
მათ გასანადგურებლად შეგიძლით მიმართოთ შემდეგ მეთოდს. პოლიეთილენის ბოთლს სწორად მოაჭერით თავი. გადმოაბრუნეთ ზედა ნაწილი და დაამაგრეთ ქვედა ნაწილაკზე. Kკიდეები სკოჩით დაამაგრეთ.
ჩაასხით ძირში ცოტა წყალი, 4 სუფრის კოვზი ვაშლი ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ძმარი მწერებს იზიდავს, სარეცხი საშუალება კი ბოთლიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
ასეთი ხაფანგი რამდენიმე ადგილას დადგით, ძირითადად სამზ

არეულოში.როდესაც მიხვდებით, რომ პრობლემა გაქრა, ხაფანგი შეგიძლიათ მოიშოროთ.
ასევე ეცადეთ არ იქონიოთ სამზარეულოში ბუზების და მწერების მიზიდვის ნივთები, როგორიც არის დამპალი ან გაფუჭებული ხილ-ბოსტნეული და სხვა პროდუქტები.

დიდი ბუზები
ბუზების თავიდან მოშორების ყველაზე ეფექტური საშუალება მიხაკია. ამ სუნელის სუნს ბუზები უბრალოდ ვერ იტანენ. ჩამოკიდეთ მიხაკიანი მარლა ფანჯარასთან და დიდი ბუზები თქვენს სახლს უბრალოდ არ გაეკარებიან.
ასევე ძალიან ეფექტურია მიხაკიანი ვაშლის ფანჯრის რაფაზე მოთავსება. ჩაარჭეთ 10-15 ცალი მიხაკი გაჭრილ ვაშლში და დადეთ ფანჯრის რაფაზე, ვაშლი მიხაკს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს, მიხაკი კი ამის წყალობით უფრო მკვეთრ სუნს გამოსცემს და შესაბამისად ბუზები უფრო მეტად გაურბიან იმ ადგილს.
თუ მწვადის შეწვას და ჰაერზე დროს გატარებას აპირებთ, იმისათვის რომ ბუზებმა არ დაგირღვიოთ სიმყუდროვე, თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ., აიღეთ ნებისმიერი კონსერვის ქილა, ჩაასხით მასში სახამებელში გარეული თაფლი ან სიროფი ისე, რომ წებოვანი მასა მიიღოთ და განათავსეთ სტარატეგულლ ადგილებში. დარწმუნდებით, რომ ბუზები აღარ შეგაწუხებენ.


კომენტარები

lika 2016-08-30 23:50
Es metodi araertxel vcade magram tyuilia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები