შემწვარი წიწილა საუცხოო გამოვიდა, მაგრამ ღუმელი? ღუმელს რა ეშველება, ამდენ ცხიმის ლაქას რა ვუყო?
ალბათ ეს სიტუაცია ყველა დიასახლისს ეცნობა. თუმცა, გვინდა დაგამშვიდოთ და გაგახაროთ, არსებობს საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ღუმელის გაწმენდა აღარ იქნება ისეთი რთული და შრომატევადი პროცესი, რომელიც ყველა დიასხლისს ასე სძულს.
თავად ღუმელი თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, მისი მინის კარი კი კვირაში ერთხელ მაინც. რაც უფრო მეტ ხანს დავაყოვნებთ მის გაწმენდას, მით მეტი საქმე გვექნება სამომავლოდ.
რაც უფრო გასაწმენდია ღუმელი, მით ნაკლები სიმხურვალე აქვს, ეს
შეარჩიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, თუნდაც ჯამი ან ნამცხვრის საცხობი ფორმა, ჩაასხით მასში წყალი, შედგით ღუმელში და გაახურეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურამდე. ასე გააჩერეთ 20 წუთი. მიმწვარი ადგილები კარგად დალბება და მისი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება.
თუ საჭმლის მომზადების დროს ღუმელის ძირზე ცხიმი გადმოვიდა, მოაყარეთ ცოტა სოდა, ასე გააჩერეთ გარკვეული დროის განმავლობაში. სოდა ძალიან კარგად იწოვს ცხიმს. როდესაც ღუმელი გაცივდება, ქაღალდის ხელსახოცით მოწმინდეთ სოდა. ამის შემდეგ ღუმელის გამწმენდი სხვა საშუალება აღარ დაგჭირდებათ.
ასევე შეგიძლიათ სოდისა და წლის ნარევი წაუსვათ ღუმელის ძირსა და კედლებს კერძის მომზადებამდე. კეთების შემდეგ ღუმელის გაწმნდა ბევრად მარტივი იქნება.
კომენტარები