ფეხსაცმლის გაწელვის ყველაზე ეფექტური მეთოდი


სანამ ახალ ფეხსაცმელს მოირგებთ აბა, ეს მეთოდი გამოსცადეთ.
ყველა ჩვენგანი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში _ ჩაგვიცვამს ახალი, ნანატრი ფეხსაცმელი, ბედნიერები გავსულვართ სახლიდან, რამდენიმე საათში კი ერთი სული გვქონია, როდის გავიხდიდით და დავასვენებდით გადაყვლეფილ ფეხებს.
როგორ მოვიქცეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი დისკომფორტი?
როგორ გავწელოთ ფეხსაცმელი ისე, რომ კომფორტულად ვატაროთ?
საქმე ძალიან მარტივადაა, ამ პრობლემის მოგვარებში თქვენ ჩვეულებრივი ყინული დაგეხმარებათ.
საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც წყალი ყინულად იქცევა ის დაახლოებით 9 პროცენტით მეტი მოცულობის ხდება. ის აფართოვებს ფეხსაცმელს და ბევრად მოსახერხებელს ხდის მას.



აიღეთ პოლიეთილენის პაკეტი და გაავსეთ წყლით.
თითო პაკეტი თითო ფეხსაცმელში მოათავსეთ და შედეთ ფეხსაცმელები საყინულეში.
გააჩერეთ 4-8 საათი, რათა წყალი გაიყინოს. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეტ ფეხსაცმელი საყინულედან და ისიამოვნეთ შედეგით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები