ნივთები, რომელთა მეორად მაღაზიებში ყიდვასაც არ გირჩევთ

მეორად მაღაზიებში ბევრი "მარგალიტის" პოვნაა შესაძლებელი. მაგრამ არსებობს ნივთების კატეგორია, რომლის ყიდვასაც მეორადში ნამდვილად არ გირჩევთ, მოდით, ვნახოთ მათი ჩამონათვალი:

პლედი, ბალიში და სხვა ტექსტილი

მსგავსი ნივთის მეორად მაღაზიაში ყიდვა ერთგვარი ლატარიაა. არავინ იცის, ვინ და როგორ სარგებლობდა ამ ნივთით, რომელიც ძალიან ინტიმურია და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, მსგავს ნივთებს მეორად მაღაზიებში არც კი გაეკაროთ. საერთოდ, ტექსტილი ის კატეგორიაა, რომელზე ეკონომიის გაკეთებასაც არ გირჩევთ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა
გირჩევთ გვერდი აუაროთ ასევე ელექტრო ტექნიკას. ჯერ ერთი, რომ
შესაძლოა შიგნით იყო ბაქტერიები და მეორეც, არავინ იცის, რა სჭირს რეალურად ტექნიკას და რამდენ ხანს გამოგადგებათ.

რბილი ავეჯი
რბილი ავეჯი, მისი შალითა იდეალური ადგილი მტვრის ტკიპების გასამრავლებლად. რბილი ავეჯი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ამიტომ მეორადში მის შეძენას ნამდვილად არ გირჩევთ. 100-პროცენტიან გარანტიას ვერანაირი ქიმწმენდა ვერ მოგცემთ.

შესაკეთებელი ნივთები
ყოველთვის ჯობს გვერდი აუაროთ ნივთს, რომელიც შეკეთებას საჭიროებს, გვერწმუნეთ, იმაზე ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ახლის შეძენა.

სანათები და ჭაღები


შესაძლოა გაუთვალისწინებელი პრობლემები შეგექმნათ, ან სადენი იყოს დაზიანებული ან უბრალოდ შესაბამისი ნათურა ვერ იშოვოთ.

კომენტარები

ლალუკა 2023-06-21 09:50
საერთოდ უნდა გაუქმდეს მეორადების შემოტანა, დაავადა ხალხი,

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები