ყველას გვსმენია ამა თუ იმ თვისებების შესახებ, რომელიც არცთუ კარგად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.
რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ფულისადმი სიყვარული შესაძლოა ძალიან ნეგატიურად აისახოს ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობაზე. თუ საკუთარი თავი დაიჭირეთ იმაში, რომ სამყაროს ფულად ეკვივალენტში აღიქვამთ, დაფიქრდით იმაზე, რომ შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ გიწევთ მთელი ცხოვრება სიღარიბეში ყოფნა. როდესაც ვინმე სადმე გეპატიჟებათ, ეცადეთ დატკბეთ და სიამოვნება მიიღოთ შემოთავაზებისგან და არ ითვალოთ გონებაში, რამდენი დახარჯეს მათ ამ შემოთავაზებაში ან თქვენ რა იზარალეთ იქ წასვლით. როგორც წესი, ადამიანებს,
რომლებსაც გამუდმებით ფული აქვთ გონებაში, ცხოვრებაში ფული არ აქვთ.
ეკონომია ძალიან კარგი რამ არის, თუმცა მხოლოდ ნორმის ფარგლებში. იაფი და უვარგისი ნივთის ყიდვა ჯერ ერთი, რომ საკუთარი თავის შეურაცხყოფაა და მეორე, დაუფიქრებლად გადაყრილი ფული. ხომ გაგიგიათ, ძუნწი ყოველთვის ორჯერ მეტს იხდის.
წუწუნი ნამდვილად არ არის ის, რისი გაკეთებაც ღირს, არ გირჩევთ ყოველთვის წუწუნს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც მეტს იწუწუნებთ, მით მეტად ჩაეფლობით ჭაობში და უფრო გაგიძნელდებათ იქიდან ამოსვლა, კარგად უნდა გაითავისოთ, რომ წუწუნით საქმეს ვერ უშველით, ჯობს იმაზე დაფიქრდეთ, რას აკეთებთ არასწორად.
არასდროს დაუწესოთ საკუთარ თავს აკრძალვა და არ ჩათვალოთ, რომ რაღაც თქვენთვის მიუღწეველია. ასე თქვენ დაკარგავთ მოტივაციას და მართლაც გაგიჭირდებათ მაღალი მიზნებისკენ სწრაფვა. ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ გქონდეთ ყველაფერი საუკეთესო და საამისოდ ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
ძალიან ცუდი ჩვევაა ასევე ძველი, უსარგებლო ნივთების შეგროვება და აურის დაბინძურება. გადახედეთ თქვენს კარადებს და უჯრებს და დაუფიქრებლად მოიშორეთ თავიდან ყველაფერი, რაც ზუსტად იცით, რომ აღარ გჭირდებათ.
და კიდევ, თუ გინდათ, რომ თავი აარიდოთ სიღარიბეს და წახვიდეთ წინ:

- არ უნდა შეუშინდეთ სირთულეებს და ახალ-ახალ გამოწვევებს;
- ისწავლეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
- ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გესიამოვნებოდათ საკუთარ თავისთვის და ნუ დაგენანებათ ძვირფას რესტორანში ფინჯანი ყავის მირთმევა;
- გაიფერადეთ ცხოვრება, ნაცრისფერი ხომ საკმაოდ მოსაწყენი ფერია;
- ნუ ჩაიციკლებით ეკონომიაზე შემოსავლის გაზრდის გარეშე, ასე ვერასდროს გადალახავთ უფულობის ზღვარს.
კომენტარები